მანჩესტერში კორონაა

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში მანჩესტერმა ლაიფციგი 5:0 დაამარცხა. აღნიშნულ მატჩში მონაწილეობა ალექს ტელეშს არ მიუღია. როგორც გაირკვა, ბრაზილიელს კორონავირუსი აქვს. 

 

"ტელეშს კორონავირუსი დაუდასტურდა და სწორედ ამიტომ არ ითამაშა ლაიფციგთან. მას სიმპტომები არ აღენიშნება და თავს კარგად გრძნობს."-განაცხადა ოლე-გუნარ სულშერმა შეხვედრის შემდეგ. 

 

მანჩესტერმა ლიგის საწყის 2 მატჩში2 მოიგო და 6 ქულა დააგროვა. მომდევნო ტურში ბრიტანელები ბაშაქშექირს დაუპირისპირდებიან.