კლიპერსი რონდოზე და ჰოვარდზე დაიძრა

ლეიკერსი ჩემპიონია. და, ლეიკერსი ჯერ ისვენებს.

თუ ყურადღებით არ დაისვენებს, ორი კარგი ბიჭის გარეშე დარჩება.

ბიჭებად ორი ვეტერანის მოხსენიება მოსულა.

რაჟონ რონდომ და დუაიტ ჰოვარდმა ეს დაიმსახურეს. კარგი, ინსპირაციული ფლეი ოფით. და, ბიჭების დამატება კლიპერსს სურს. უკვე მოაქვს. უკვე თემაა.

New York Times და მარკ შტაინი ამ ინფორმაციას ადასტურებენ. რონდო არ აპირებს ლეიკერსთან 2.7 მილიონად მეგობრობის გაგრძელებას. რონდო თავისუფალი აგენტი გახდება და, ამ დროს თამაშში ერთვება კლიპერსი.

ლეიკერსს მოსწონს რონდო. ლებრონს მოსწონს რონდო. და, კლიპერსი არ არის კმაყოფილი არცერთი პირველი ნომრით. რომელიც დღეს კლიპერსშია. პატრიკ ბევერლი და ლენდრი შამეტი. რონდო ამ პოზიციას დაალაგებს, მიხედავს.

კავაი ლეონარდი უკვე გაესაუბრა ტაირონ ლიუს რონდოს შესახებ და ლეონარდი კლიპერსში პატარა ლებრონი გახდა. მას უსმენენ და მის აზრზს თითქმის ყველაფერში წონა აქვს.

თუ კავაი ბედნიერი იქნება, რონდო აუცილებლად გადავა კლიპერსში.

კლიპერსს აკლდა სიღრმე დაბლებში. ფლეი ოფში ყველაზე მეტი პასი კავაიმ (5.5) დასვა და ეს არ არის კარგი. კავაი კარგი იყო, მაგრამ დენვერთან ბოლო დონეზე ლეონარდიც დაიღალა, დადგა.

ლეიკერსში რონდო (შეზღუდულ დროში) 5.0 პასს და 1.9 შეცდომას ტოვებდა. ძალიან კარგი შეფარდება.

კლიპერსი ამას სიამოვნებით მიიღებს.

ჰოვარდის შემთხვევაში, კლიპერსი უფრო აქტიურია. დიდი შანსია, რომ მონტრეზლ ჰარელი სხვაგან გადავა.

და, გუნდი დიდ და გამოცდილ დუაიტს მიიღებს.

საინტერესო გარჩევები იქნება.