ფრენკ ლამპარდი: ისინი საუკეთესოები არიან, ვის წინააღმდეგაც მითამაშია

ლონდონის ჩელსის მთავარ მწვრთნელს და ამავე გუნდის ყოფილ ფეხბურთელს ფრენკ ლამპარდს ჰკითხეს თუ ვინ არის საუკეთესო ფეხბურთელი ვის წინააღმდეგაც უთამაშია, ლამპარდმა კი პასუხად ჩავი და ინიესტა გასცა. 

 

"საუკეთესო ვის წინააღმდეგაც მითამაშია? 2 ფეხბურთელს დავასახელებ, ჩავი და ინიესტა. ისინი მართლაც გენიალური მოთამაშეები არიან. მართალია ფიზიკურად არცთუ ისე ძლიერები , თუმცა ეს არაფერს ცვლის. 

 

ხალხს ჰგონია, რომ აუცილებლად ნავარჯიშები და ძლიერი უნდა იყო იმისთვის, რომ ფეხბურთელი გახდე, ასე არ არის. ამის ნათელი მაგალითები სწორედ ჩემი მიერ ნახსენები მოთამაშეები არიან."-განაცხადა არისტოკრატთა დამრიგებელმა. 

 

ფრენკმა აღნიშნული ფეხბურთელების წინააღმდეგ 6 მატჩი ჩაატარა და ერთერთ შეხვედრაში ულამაზესი გოლი გაიტანა. ხსენებული ბურთი ლამპარდმა 2006-07 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში შეაგდო.