ჟოზე: ცოტაც და, გაფრინდება...

ტოტენჰემის დამრიგებელმა ჟოზე მოურინუმ გარეთ ბეილის შესახებ ილაპარაკა. მოგეხსენებათ, ლონდონურ კლუბში გადასვლის შემდეგ, უელსელს ხშირად აკრიტიკებენ ცუდი სათამაშო ფორმის გამო,

„რეპუტაცია ერთია, ფაქტები კი სულ სხვა. ნეტავ ცუდი რეპუტაცია და ჩემპიონთა ლიგის ოთხი ტიტული გამაჩნდეს. მე მხოლოდ ორი მაქვს.

გარეთმა დიდი გავლენა მოახდინა რეალზე. მისი ტრანსფერის შემდეგ, მადრიდელებმა ხუთ წელიწადში ოთხჯერ მოიგეს ჩემპიონთა ლიგა.

 

Gareth Bale joins Tottenham team training for first time after move from  Real Madrid - in pictures - The National

 

ბეილი ბევრს მუშაობს და მალე საუკეთესო ფორმაში იქნება. ცოტაც დავაცადოთ და ძველებურად იფრენს. ვფიქრობ, ანტვერპენთან ევროპა ლიგის მატჩში უკვე სხვა გარეთს ვიხილავთ“ - თქვა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ ბეილი ისევ სამეფო კლუბის საკუთრებაა და ტოტენჰემში იჯარის წესით ირჯება.

ზაალ მუჯირი 29 ოქტომბერი 2020 -19:16