რუსების "მონაგარი": 8 მატჩი, 0 მოგება

რაც ევროტურნირების ჯგუფური ეტაპი დაიწყო, რუსულ კლუბებს არ მოუგიათ: ჩემპიონთა ლიგაში ჯამში 6 მატჩი, 2 ფრე და 4 წაგება, ბურთები 5:13. ევროპა ლიგაზე კი მხოლოდ მოსკოვის ცსკა არის დარჩენილი და ორიდან ორი ფრე აქვს. მოკლედ, 0 მოგება 8 შეხვედრაში.

 

კონკრეტულად მეორე ტურზე... ჩემპიონთა ლიგაში კრასნოდარმაც წააგო, ზენიტმაც და ლოკომოტივმაც. ევროპა ლიგაზე კი ცსკა-მ შინ ზაგრების დინამოსთან 0:0 ითამაშა.

 

აი, რა თქვა სსრკ ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა (1988 წელს, როცა გუნდში გელა კეტაშვილიც იყო) ანატოლი ბიშოვეცმა:

 

„საოცარია, საიდან გქონდათ ასეთი მოლოდინი? რა თქმა უნდა, ევროპაში რუსულ კლუბებს სირცხვილი ელოდათ, რადგან თავად რუსული პრემიერლიგაა სამარცხვინო“.

 

არც ქართველებმა „დაიდეს ვალი", ოღონდ ევროპა ლიგის საკვალიფიკაციოზე: თბილისის ლოკომოტივმა ხომ 2:1 მოუგო მოსკოვის დინამოს.