როგორი უნდა იყოს G.O.A.T - ი

როგორი მინდა, რომ იყოს ჩემი GOAT -ი ? მოდი მშვიდად ჩამოვთვალოთ კომპონენტები, რომლებიც ყველა დროის საუკეთესო MMA მებრძოლს უნდა გააჩნდეს. შერეული ორთაბრძოლები რისი შერეულია თუ ყველაფერი მოწოდების სიმაღლეზე არ გაქვს. ისე ურტყამ ხელს, როგორც ფეხს და ისე მაგრად ჭიდაობ, როგორც გრეპლერობ. კიდევ საჭიროა სტატისტიკა. შენი უნარები ციფრებად უნდა გადააქციო სადაც წაგების გრაფაში თუ 0 წერია საუკეთესოა ვარიანტია, მაგრამ მაგალითად მე  სენტპიერის ორი წაგება ბევრის 0-ს მირჩევნია. იცით რატომ? იმიტომ, რომ წაგებამ არ გატეხა. პირიქით, გაზარდა, ასწავლა და რევანში ააღებინა. თუ საუკეთესო ხარ, რისკზე წასვლა უნდა გინდოდეს. უნდა ახვიდე ან ჩახვიდე სხვადასხვა წონაში და უნდა დაამტკიცო, რომ რამდენიმე კილო (თუნდაც 7) არ შეცვლის შენს უნარებს და არ გაანეიტრალებს შენს არსენალს. მინდა, რომ სამაგალითო იყო და ახალგაზრდა თაობას სწორ მემკვიდრეობას უტოვებდე. უნდა იყო სუფთა და არ იღებდე სტეროიდებს. ალბათ მეთანხმებით, რომ ყველა დროის საუკეთესო ასე უდნა ხასიათდებოდეს. ხაბიბი დივიზიონს ჯიუტად არ იცვლის, მიუხედავად იმისა, რომ წონას ფაქტიურად ვეღარ აფიქსირებს. არ მინდა მას ერთფეროვანი მებრძოლი ვუწოდო, მაგრამ ასეა. ის თითქმის ყოველთვის  პარტერში იგებს ჩხუბებს.  რომ, არა სტეროიდები ჯონსი ყველაფერს აკმაყოფილებს. ის ყველაზე დაბალანსებული მებრძოლია. ჯონსმა იცის როგორ მოიგოს. თუ დაჭირდება ფეხზე იჩხუბებს თუ დაჭირდება გაგგუდავს, თუმცა არა ერთი ჩაგდებული დოპინგ ტესტი სერიოზულ კითხვის ნიშანს აჩენს. დარჩა კანადელი მებრძოლი, რომელსაც ბავშვობაში ჩაგრავდნენ და ამის გამო „ნინძად“ გადაიქცა.  სენტ პიერზე მერე დავწერ. ახლა გეტყვით, რომ დისკუსია ყველა დროის საუკეთესოზე (GOAT) სულელურია. ეს უბრალოთ UFC -ის მარკეტინგია. ნახვების, ლაიქების და შეარების დასაგროვებელი თემა. თუ გაინტერესებს ვინ ვის მოერევა უნდა დააყენო და აჩხუბო. სხვანაირად ვერ გაიგებ ვინ არის უძლეველი. ჯონსი ხაბიბსაც ცემს და სენტპიერსაც, მაგრამ სწორად ამიტომ გვაქვს წონითი კატეგორიები, რომ დიდმა ბიჭებმა პატარები არ ცემონ. ხაბიბი საუკეთსო მსუბუქ წონოსანია, 77 კილოში სენტპიერზე ძლიერი მებრძოლი ისტორიას არ ახსოვს. ნახევრად მძიმე დივიზიონი ჯონ-ჯონსმა დახურა, დაიცვა ქამარი 14 ჯერ და წავიდა მძიმეში, აი მანდაც თუ ტიტული მოიგო და შემდეგ თუნდაც ერთხელ დაიცვა, მაშინ GOAT - ის დადგენა ბევრად გავიადვილდება. ახლა თქვენ მითხარით, როგორ უნდა იყოს თქვენი GOAT -ი ?