შალკე და შოკი

რომელიმე რიგითი და უსახელო კლუბი რომ იყოს, კიდევ არ გაგვიკვირდებოდა, მაგრამ შალკეზეა საუბარი: გუნდმა ზედიზედ 22-ე მოუგებელი მატჩი ჩაატარა. 22! ამჯერად შტუტგარტთან 2:2.

 

შალკეს 17 იანვრის შემდეგ არ გაუმარჯვია. 8 ფრე და 14 წაგება აქვს. და რაც შეეხება ამ სეზონს, ხუმარები ბოლოსწინა ადგილზე არიან 2 ქულით, ბურთების შეფარდება კი საშინელი აქვთ: 3:20. გემახსოვრებათ, არცთუ დიდი ხნის წინ ბაიერნთან 0:8 განადგურდნენ.

 

პანდემიამ, როგორც ჩანს, ყველაზე მაგრად სწორედ შალკეს დაარტყა. შემადგენლობაც დაუსუსტდა, მაგრამ ისე არა, ასეთ დღეში რომ იყოს...