ნეიმარს დასვენება გამოუწერეს

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში, სადაც პსჟ-მ ბაშაქშექირს 2:0 მოუგო, ნეიმარმა მოედანი ტრავმის გამო 26-ე წუთზე დატოვა. საფრანგეთში დაბრუნების შემდეგ, ბრაზილიელს გამოკვლევა ჩაუტარდა და გაირკვა, რომ კუნთის ტრავმა აქვს. დაზიანება უმნიშვნელო არ არის და 28 წლის ვარსკვლავს უქმობა ნოემბრის ბოლომდე მოუწევს. 

 

მეათე ნომერი გუნდს შიდა ასპარეზზე რენთან და ნანტთან ვერ დაეხმარება, ჩემპიონთა ლიგაში კი ლაიფციგთან ვერ ითამაშებს. რაც შეეხება ეროვნულ გუნდს, ნეიმარი ვენესუელასთან ვერ ითამაშებს. 

 

შეგახსენებთ, რომ მეგავარსკვლავს კორონავირუსი ჰქონდა და ამის გამოც გაუცდა გარკვეული დრო. ამ სეზონში ფეხბურთელმა 6 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.