დააბრუნეთ 5 შეცვლა!

ინგლისურ პრემიერლიგაში მომუშავე ტოპ-მწვრთნელები 5 შეცვლის უფლებას ითხოვენ. პანდემიის მერე 5 იყო, ახალ სეზონში ისევ 3-მდე შეამცირეს და ამან ტრავმების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზარდა. ამასთან, იკლო ტემპმა. იურგენ კლოპი, პეპ გვარდიოლა და ოლე-გუნარ სულშერი ღიად საუბრობენ...

 

კლოპი: „ეს იდეა პრემიერლიგის ხელმძღვანელობიდანაც უნდა წამოსულიყო, მაგრამ როგორც ჩანს, სუსტები არიან“.

 

გვარდიოლა: „ამ გადაწყვეტილებას უნდა გადახედონ. პრემიერლიგაში კუნთის ტრავმების რაოდენობა 47 პროცენტით გაიზარდა. ეს სტატისტიკაა. თანაც, ბევრ გუნდს წინასასეზონო მომზადების დრო და საშუალება არ ჰქონდა“.

 

სულშერი: „არ ვიცი, ზოგიერთი კლუბი რატომ წავიდა 5 შეცვლის წინააღმდეგ. მგონი, თავის ფეხბურთელებს უნდა უფრთხილდებოდნენ. ეს ისტორიაში ურთულესი სეზონია. პროფესიონალი ფეხბურთელების მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე უნდა ვიფიქროთ. სამწუხაროდ, ბევრს ეს არ ადარდებს“.

 

ამჟამად პრემიერლიგის 91 ფეხბურთელი დაშავებულია. უმრავლესობას კუნთი აწუხებს, რაც გადაღლილობისგან მოდის.