მილანს კორონა მოშორდა

მილანში კარგი ამბებია. ჯიჯი დონარუმა, მატეო გაბია და ჰანს ჰაუგე კორონავირუსისგან განიკურნენ. როგორც ცნობილია, სამივე მათგანმა მორიგი ტესტი ჩაიტარა და პასუხი ყველა შემთხვევაში უარყოფითია. 

 

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ფეხბურთელებს კოვიდ ტესტზე დადებითი პასუხი წინა ტურში, რომასთან მატჩის დღეს მოუვიდათ და მას შემდეგ იზოლაციაში იყვნენ. ჯალოროსის გარდა მათ არც ევროპა ლიგაზე პრაღის სპარტასთან უთამაშიათ. 

 

მილანს სერია ა-ში 13 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა, ასევე პირველ ადგილზეა ევროპა ლიგის ჯგუფში, სადაც 2 თამაშში 6 ქულა აქვს.