ლუკა თუ ანტეტოკუმპო?

თუ, მხოლოდ გვარის წარმოთქმით ვიხელმძღვანელებთ, დონჩიჩი ასწორებს.

თუ კალათბურთით... ალბათ, იანისი, არა?

ლიგა ჯერ ვერ ჩამოყალიბდა შემდეგი რეგულარულის დაწყების თარიღზე.

და, მეკუშეები უკვე გვთავაზობენ შემდეგი სეზონის MVP-ს ფავორიტებს.

პირველი ტალღა: იანის ანტეტოკუმპო და ლუკა დონჩიჩი - 6.5.

მეორე ტალღა - ლებრონ ჯეიმსი, 7.0.

შემდეგ მოდიან: ენტონი დევისი ((9.0), სტეფ კარი (12.0), კავაი ლეონარდი (13.0), დემიან ლილარდი (15.0), კევინ დიურანტი (17.0).

ლუკა ალბათ, ოდნავ გააუარესებს სტატისტიკას. დონჩიჩი ერთი წლით უკეთესი გახდება, მაგრამ უკეთ ითამაშებენ მის წინააღმდეგ ორმაგი და ხანდახან, სამმაგი ხაფანგებით.

იანისი იქ იქნება. ეს გარდაუვალია. ისევე, როგორც - სიკვდილი და გადასახადები.

და, ფავორიტებში რჩება 35 წლის ლებრონი.

რომელსაც უკვე ოთხჯერ (2009, 2010, 2012, 2013) აქვს მოგებული ეს პრიზი.

რომელიც ასაკს უსწრებს.

რომელიც თანოსზე და კალათბურთზე დიდია.

და, რა უნდა ვქნათ?

მართალია, თავი დავხაროთ, ეს ხომ მეფეა.