თორნიკეს პატარა რეკორდი

ცსკა გრანდია. ენისეი - უბრალოდ, გუნდი.

გრანდმა უბრალოდ გუნდს უბრალოდ მაგრად მოუგო.

109:60 და ცსკას მეტით მოგება შეეძლო. თუ ეს დანდობაა, ფავორიტმა არ გადათელა ბოლომდე ენისეი.

 

და, ცსკაში შედეგიანი, მონდომებული (როგორც - ყოველთვის) იყო თორნიკე შენგელია.

16 ქულა. ძალიან კარგია.

6 პასი. ცსკაში პირადი რეკორდი.

3 ჩაჭრა. ყველა ეპიზოდში მონდომებული.

2 მოხსნაც. ამჯერად, სხვები უფრო ხსნიდნენ.

 

ცსკაში ყველაზე ბლომად ქულა ივან უხოვმა აკრიფა (18). ბიჭმა 7/6 სამიანი გამოიყენა. ლიდერები ისვენებდნენ. უილ კლაიბერნს და იოჰან ფოიტმანს საერთოდ არ უთამაშიათ.

და, თოკოსთან ერთად მთელმა გუნდმა გაისეირნა, არ დაიძაბა. ცსკა ნორმალურად მოემზადა საბერძნეთში, პანათინაიკოსთან მატჩისთვის. იქ უფრო დაცხება, იქ უფრო წამოიღებს.

მანამდე, თოკომ საშინაო დავალება შეასრულა და ჩვენ უკვე შემდეგი გარჩევებისთვის ვემზადებით.

თორნიკესთან ერთად. ეს ყოველთვის საინტერესოა.

წარმატებები კაპიტანს.