წუხელის ჟოტა დაბადებულა...

 

 

 

 

 

 

 

 

წუხელ ლივერპულში ახალი ვარსკვლავი დაიბადა - დიოგუ ჟოტა. ატალანტასთან ჩემპიონთა ლიგის მატჩში (5:0) ჰეთ-თრიქი შეასრულა, თანაც ხომ ერთი მეორეზე ლამაზი ბურთები შეაგდო.

პორტუგალიელი საოცრად სწრაფად შეეწყო ახალ გუნდს და თუ ვულვერჰემპტონში ერთ-ერთი ლიდერი იყო, ლივერპულში ნამდვილ ვარსკვლავად გადაიქცა. ახალდაწყებულ სეზონში, ჯამში მან 10  მატჩში შვიდი გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის ჟოტამ მერსისაიდულ კლუბთან ხანგრძლივ კონტრაქტს ხელი 2020 წლის 19 სექტემბერს მოაწერა. ტრანსფერი 41 მილიონი გირვანქა დაჯდა. ის პასუშ დე ფერეირას აღზრდილია. უთამაშია მადრიდის ატლეტიკოში, პორტუსა და ვულვერჰემპტონში, პორტუგალიის ყველა ასაკობრივ ნაკრებში. ეროვნულ გუნდში 2019 წლიდან იძახებენ. დღემდე ქვეყნის მთავარ გუნდში 7 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

 

At what point does Diogo Jota become more than just a depth option for  Liverpool? - Eurosport

 

მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი ვარსკვლავი, ამჟამდ კი ტელეექსპერტი, რიო ფერდინანდი ამბობს, რომ ჟოტა სასტარტო მატჩებში ძირითადად შეცვლებზე შედიოდა მინდორზე, თუმცა დიდი შანსია, მალე ბობი ფირმინოს ადგილი დაიკავოს წითლების ძირითადში.

„ცხადია, რომ ფირმინო დიდი წნეხის ქვეშ მოექცა და ახლა უნდა თუ არა, კლოპს კიდევ ერთხელ უნდა დაუმტკიცოს საკუთარი ვარგისიანობა.

ეს იდეალური საღამო იყო ლივერპულისთვის. ჟოტამ კი ყველა მოლოდინს გადააჭარბა,“ - განაცხადა ფერდინანდმა BT Sport-ის პირდაპირ ეთერში.

კითხვაზე, როგორ შეეწყო პორტუგალიელი ახალ გუნდს ასე სწრაფად, რიომ მიუგო: „ჟოტას თავისი მსგავსი ფეხბურთელები ჰყავს გარშემო, ისინი დაახლოებით აღნაგობითაც ჰგვანან ერთმანეთს და საფეხბურთო აზროვნებითაც. უმაღლესი კლასის მოთამაშეები გახლავან და მალე გაუგეს ჟოტას. ამიტომაა, რომ პორტუგალიელს ახალ გუნდში გაცილებით მეტი  შესაძლებლობები და პერსპექტივა გაუჩნდა, ვიდრე ვულვზში ჰქონდა.“

 

Diogo Jota: The Career of the Arsenal target under spotlight

 

ყოფილმა ლივერპულელმა ვარსკვლავმა, მაიკლ ოუენმა ჟოტას განსაკუთრებული მოთამაშე უწოდა.

„ის განსაკუთრებულია. ხედავთ რა მალე შეერწყა გუნდს. საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, თავიდან დიდი წნეხის ქვეშ ექცევი და თუ გინდა, რომ გუნდმა მიგიღოს, უპირველესად პარტნიორების პატივისცემა უნდა დაიმსახურო.

მოკლე დროში ისიც მოხერხა, რომ გულშემატკივრების სიყვარულიც მოიპოვა. ქომაგები უკვე ენდობიან და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

საერთოდ, ატალანტასთან წინა სამეულმა შესანიშნავად ითამაშა. ჰეთ-თრიქი კი ფანტასტიკური იყო,“ - თქვა ოუენმა.

ტელესტუდიაში ფერდინანდთან და ოუენთან ერთად კიდევ ერთი ყოფილი ლივერპულელი, პიტერ კრაუჩი იჯდა. მან თქვა, რომ მთავარი თანმიმდევრულობაა. ჟოტას მეტი სათამაშო დრო უნდა მიეცეს და კიდევ უკეთ ათამაშდება. როგორც ჩანს, კლოპმა მას „თავისი“ ადგილი უპოვნა მინდორზე და პროგრესი გაგრძელდება,

ახლა სპეციალისტები ცდილობენ გამოიცნონ, ვინ იქნება მომავალ კვირას წითლების ძირითადში, მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ უმნიშვნელოვანეს პრემიერლიგურ მატჩში - ფირმინო თუ ჟოტა.

Atalanta vs. Liverpool score: Diogo Jota hits hat-trick as English  champions run riot in impressive win - CBSSports.com