შავი თოჯინა

ინსტაგრამზე, შავი თოჯინის გვერდს 16 ათასი გამომწერი ჰყავს

ნიშნავს ეს რასიზმს? ამ ფაქტს ყველა თავისებურად აღიქვამს, თუმცა ერთმნიშვნელოვნად რაიმეს მტკიცება უპრიანი არ იქნებოდა.

 

მოკლედ, სერენა უილიამსმა ქალიშვილს პირველი თოჯინა უყიდა. ამაში ხომ განსაკუთრებული და გასაკვირი არაფერია, მაგრამ აქვე დავამატოთ, რომ სათამაშო შავი ფერის არის.

 

„დიახ, მე ვუყიდე ოლიმპს ეს თოჯინა. მინდოდა, რომ ის შავი ყოფილიყო. ჩვენს ბავშვობაში შავი ფერის თოჯინები არ არსებობდა და მსურდა შვილის პირველი სათამაშო სწორედ ასეთი ყოფილიყო. მეორე თოჯინა იყოს თეთრი ფერის, არ ვარ წინააღმდეგი.

 

რა თქმა უნდა მას ვასწავლი, რომ ადამიანები კანის ფერის გამო არ უნდა განასხვავო და სიყვარულს და პატივისცემას ყველანი თანაბრად იმსახურებენ“ - ციტირებს სერენა უილიამსს ავსტრალიი ღია პირველობის ოფიციალური საიტი.

 

ინსტაგრამზე, სერენა უილიამსის შვილის შავი თოჯინი გვერდს 16 ათასი გამომწერი ჰყავს.