კონტემ ბარსელონას ფეხბურთელს დაადგა თვალი

ინტერი მორიგი ტრანსფერის განხორციელებას გეგმავს. ნერაძურის ახალი სამიზნე ბარსელონას ნახევარმცველი ფირპო ჯუნიორია. Calciomerato-ს ინფორმაციით, 24 წლის ფეხბურთელის გადაბირების ინიციატორი ანტონიო კონტეა. აქვე გეტყვით, რომ ფირპოს ფასი 14 მილიონი ევროა. 

 

ფირპო ბეტისის აღზრდილია. კატალონიელთა ღირსებას იგი შარშან ზაფხულიდან იცავს. ბარსას მაისურით ფირპომ 25 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. საგულისხმოა, რომ ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში კუმანს იგი მოედანზე არ გაუყვანია, ჩემპიონთა ლიგაში კი 2-ჯერ ითამაშა. 

 

იმ შემთხვევაში თუ ტრანსფერი გამოვა, ეს არ იქნება ბოლო პერიოდში პირველი შემთხვევა, როცა ინტერი ფეხბურთელს ბარსადან გადაიბირებს. სეზონის დასაწყისში ნერაძურიმ ბლაუგრანადან არტურო ვიდალი დაიმატა.