ზედიზედ მეოთხე მარცხი

უიღბლო სერია გრძელდება

იაპონიის დედაქალაქში, დარბაზ „კოკუგიკანში“ მიმდინარე წლის პირველ ბაშოზე, ჩვენებური ლევან გორგაძე რომ ვერ გვახარებს ახალი ამბავი არ არის. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ტოჩინოშინს ზედ ჰაცუ ბაშოს დაწყების წინ ბარძაყის კუნთი გაუწყდა და მისი წარუმატებელი ასპარეზობის მიზეზი ესეც არის.

 

ქართველმა სუმოისტმა, ზედიზედ სამი მარცხი იწვნია და ბუნებრივია ტურნირზე მაღალი მიზნებისთვის ვეღარ იბრძოლებს. თავს იმით თუ დავიმშვიდებთ, რომ ოძეკებიდან, ტოჩინოშინის მსგავსად, 3 წაგება აქვს გოედოსაც, ხოლო ტაკაიასუს ორი.

 

ბაშოს მეოთხე დღეს, ქართველი ოძეკის მეტოქე სევივაკე ტამავაში იყო, რომელთანაც ლევანს დადებითი ბალანსი აქვს - 16:9, თუმცა ისიც სათქმელია, რომ 2018 წელს მათ 3-3 მოგება-წაგება გაცვალეს.

 

ჰაცუ ბაშოზე, ტოჩინოშინისთვის უიღბლო სერია გრძელდება. ლევან გორგაძე, 34 წლის მონღოლ სუმოისტთან დამარცხდა და წლის პირველ ბაშოზე კვლავ მოუგებელია.




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.