დინამომ დერბი სხირტლაძის დუბლით მოიგო

ეროვნულ ლიგაში მე-13 ტურის გადადებული მატჩი გაიმართა, სადაც ლოკომოტივმა დინამოს უმასპინძლა. დედაქალაქური დერბი დავით სხირტლაძის დუბლით დინამომ 2:0 მოიგო.

 

მატჩი დინამოს უპირატესობით დაიწყო, თუმცა ტაიმის მეორე ნახევარში სიტუაცია შეიცვალა და ბურთს უმეტესად ლოკომოტივი ფლობდა. 

 

მეორე ტაიმიც ლოკოს უპირატესობით წარიმართა, საბოლოოდ სიტუაცია დავით სხირტლაძემ შეცვალა. დინამოს ახალწვეულმა ჯერ კლოუსტერის ჩაწოდების შემდეგ შეაგდო, მალევე კუციას ჩაწოდებულ ჯარიმას გამოეხმაურა თავით და დუბლი გაიფორმა. სხირტლაძემ დინამოს რიგებში მეორე შეხვედრა ჩაატარა და მის აქტივში უკვე 3 გოლია. 

 

თბილისის დინამო 31 ქულით პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევარ დინამო ბათუმს 5 ქულით უსწრებს, ლოკომოტივი კი 22 ქულით მეოთხე პოზიციაზეა.