ვერამ ორ წუთში მოიგო

დინამო ამ სეზონშიც მშვენიერი გუნდია. და, დინამო კარგი ბავშვებით გაქაჩავს.

სუპერლიგის ბოლო ტესტში დინამო გავიდა მანამდე მოუგებელ გუნდზე.

და, წააგო. 76:82.

ვერამ მშვენივრად ირბინა. ვერას ჰყავს ძალიან ძლიერი მთავარი მწვრთნელი ირაკლი ხოშტარია. ვერა გაფერადდა ლეგიონერებით. და, ვერამ ეს თამაში ორ წუთში მოიგო. მესამე მეოთხედის ორ წუთში.

დინამო თავიდან 8:0, 11:3 გაიქცა და ვერამ მიიღო დარტყმა, გაუძლო პირველ რაუნდს. პირველი მეოთხედი მაინც ვერამ დაიტოვა და, დაიწყო ატონალური, შეცდომების და ლამაზი ეპიზოდების კალათბურთი.

18 შეცდომა ვერას. 17 - დინამოს. ბევრია. ძალიან ბევრია. სტატისტიკა, რომელიც სტაბილური გუნდისთვის არ მოსულა.

 

*****

 

და, დინამომ სცადა დაბრუნება. მესამე მეოთხედში. როდესაც ჩასაგდები ჩააგდეს ბავშვებმა და არაბავშვებმაც. და, ვერას ბრაისონ სკოტი თავის ქულებს იგებდა. უბრალოდ, ამ მეოთხედში სოლირებდა გუნდის სხვა, ქართველი ლიდერი.

რომელმაც ამ მეოთხედში 9 ქულა დასვა და განსაკუთრებით აკრიფა იმ 1 წუთში.

დინამომ 52:61 დააჯინა, ლუკა ბულაშვილმა სამიანი ხია.

შემდეგ, დინამოს ტაილერ უილიამსმა ვერ ჩაგდო.

გივი ბაქრაძემ მოხსნა, წამოიღო და ჩააგდებინა დავით დეკანოიძეს. 53:42.

დინამომ ერთხელაც სცადა დაბრუნება - ბულაშვილმა კიდევ ერთი სამიანით აჭრა ვერა.53:45.

და, ბაქრაძემ უფრო ბასრი სამიანით უპასუხა. ეგრევე, შემდეგი ტარების დროს - 56:45.

ვოვა თავაქარაშვილის ბოლო მცდელობა - 56:47.

და, ბაქრაძემ ერთხელაც წამოიღო ბურთი, დაუფიქრებლად გაუშვა ბურთი და მორიგი ხიჭვი დინამოს - 59:47.

თამაში აქ მორჩა. ბოლო მეოთხედში დინამომ ერთხელ 6 ქულამდე დაქაჩა, რასაც ორი საჯარიმოთი ბაქრაძემ უპასუხა.

სკოტი იყო ყველაფერი (32 ქულა, 10 მოხსნა), მაგრამ ვერამ ეს თამაში გივის დროული აფეთქებით წამოიღო.

ბიჭმა იცის თამაში. და, რა სასიამოვნოა, რომ ბაქრაძე კალათბურთით კაიფობს, სიამოვნებას იღებს.

მომავალ შეხვედრამდე.

 

ფოტო: www.gbf.ge