სანდო კაცი

 

 

 

 

 

 

 

ევერტონის 23 წლის შემტევ დომინიკ კალვერტ-ლიუინს ჩინებული სეზონი უდგას. მერსისაიდელთა შემადგენლობაში მან 9 მატჩში 11 გოლი გაიტანა. მათ შორის, 8 პრემიერლიგაში და ამ მაჩვენებლით ლესტერელ ვარდისთან, ლივერპულელ სალაჰთან და ტოტენჰემელ სონთან ერთად, სათავეში უდგას მეგოლეთა დავას.

შემოდგომაზე ინგლისის ეროვნულ გუნდში ჰქონდა დებიუტი. მანამდე კი იმ ოქროს ნაკრების წევრი გახლდათ, რომელმაც ტრიუმფით გაიმარჯვა 2017 წლის 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე. მეტიც, ფინალში, ვენესუელასთან,  ერთადერთი გოლი სწორედ მან გაიტანა.

ფიფას ოფიციალური ვებ-გვერდის ჟურნალისტები ესაუბრნენ დომინიკს. ინტერვიუს მცირდი შემოკლებით გთავაზობთ.

 

Dominic Calvert-Lewin Profile, News & Stats | Premier League

 

ფიფა: დომინიკ, 11 გოლი 9 მატჩში შესანიშნავი შედეგია. კმაყოფილი ხართ სეზონის დასაწყისით?

კალვერტ-ლიუინი: ძალიან, რადგან ბევრს ვმუშაობდი და მიფასდება.

ასეთი წინსვლა ბუნებრივი მონაცემების შედეგია თუ ბევრი მუშაობის?

წინსვლა ძირითადად ბუნებრივი თვისებების ნაყოფია.  ბავშვობიდან ძალიან მაღლლა ვხტებოდი, ათლეტურიც ბუნებრივად ვიყავი. სიგრძეზე ხტომაში ჯერ კიდევ სკოლაში გახლდით გამორჩეული.

სპორტის სხვა სახეობაში ბედის მოსინჯვა არ გიცდიათ?

100 და 200 მეტრზე სირბილში, სიგრძეზე ხტომაში სკოლაში ბადალი არ მყავდა. ვფიქრობ, მძლეოსნობაშიც შემეძლო წამრატებს მიღწევა, მაგრამ ფეხბურთი ჩემი ცხოვრება იყო და ბედნიერი ვარ, სადაც ამჟამად ვმუშაობ.

პრემიერლიგაში საუკეთესო მოთამაშე ხარ ჰაერში?

გამიგია, რომ მაქებენ ხოლმე. „მეორე სართულზე“ თამაში მართლაც ის არის, რითიც ვამაყობ. სხვა ასპექტებშიც ვახერხებ რაღაცას, მაგრამ ჰაერი ჩემი სტიქიაა.

 

Premier League: Dominic Calvert-Lewin earns Everton 2-2 draw with Liverpool  | Football News – India TV

 

როგორია კარლო ანჩელოტის ხელმძღვანელობით თამაში? 

კარლო საუკეთსოა. ის დიდი კაცია. ამაში თავიდანვე დავრწმუნდი. ძალიან მეგობრულ გარემოს ქმნის. მასთან ერთად ყველა კომფორტულად გრძნობს თავს. მის ხელში საკუთარი თამაშით ისე ვტკბები, როგორც არასდროს. უკეთ გავიხსენი. ჩინებული ტაქტიკოსია, თანაც როცა იხსენებ, როგორ ფეხბურთელებთან უმუშავია, მისადმი პატივისცემა გიორმაგდება. თან ისე ტაქტიანად მიგითითებს, გაოცდები. უნდა, რომ კიდევ დავხვეწო ოსტატობა და ყოველდღე მიჩიჩინებს, სულ ცდლობს უკეთესი გამხადოს.

ახლა საერთაშორისო ფეხბურთზეც ვთქვათ. როგორი იყო დებიუტი ინგლისის ნაკრებში?

შესანიშნავი. ბავშვობის ოცნება ავისრულე. როცა გასახდელში შევედი და თაროზე 9 ნომრიანი ინგლისის ნაკრების მაისურა დავინახე ჩემი გვარით, ვერ ვიჯერებდი. ემოციები მომეძალა. როცა ფიქრობ, თუ როგორ იმაყებს ოჯახი შენით... სწორედ ამაზე ვოცნებობდი ბავშვობაში. მაგრამ მეტის ამბიცია მაქვს. მინდა ინგლისის ეროვნულ გუნდში რეგულარული ადგილი მქონდეს და გოლები გამქონდეს.

ნაკრებში სამჯერ ითამაშეთ, სადებიუტო შეხვედრაში გოლიც გაიტანეთ. როგორ შეაფასებდით თქვენს გამოსვლას?

ვფიქრობ, წარმატებით გავართვი თავი ამოცანას. ზოგჯერ გგონია, რომ ამ დონეზე კონკურენციას ვერ შეძლებ. მაგრამ მხოლოდ კონკურენტუნარიანობის დამტკიცება კი არ მინდოდა, არამედ, ვცდილობდი, მეჩვენებინა, რომ თამაშზე შემეძლო გავლენის მოხდენა. ეს გამომივიდა და ძალიან ბედნიერი ვარ.

გუნდი ახსენეთ და რამდენად ხართ მზად სასტარტო შემადგენლობაში თავის დასამკვიდრებლად?

როგორც ფეხბურთელი კიდევ ვიზრდები, მაგრამ მიზნები და ამბიციები მაღალი უნდა ჰქონდეს ადამიანს. მინდა ნაკრების თავდასხმაში ვითამაშო დიდ ტურნირებზე. ვიყო ადამიანი, ვისაც ენდობიან.

 

Calvert-Lewin can become a top striker in Europe' - Ancelotti hails in-form  Everton star | Goal.com

 

2017-ში 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონტის ფინალში გამარჯვების გოლი გაიტანეთ...

არაჩვეულებრივი შეგრძნება იყო. როგორც ჯგუფმა, ამ ტურნირზე ყველაფერი სწორად გავაკეთეთ. მახსოვს, როგორი გრძნობა დამეუფლა: „აი, სად უნდა იყოს შენი სცენა,“ გამიელვა თავში. მახსოვს, თამაშის შემდეგ როგორ გავიქეცი ჩემი იჯახისკენ და როგორ ვზეიმობდით ამ ტრიუმფს ერთად. ერთადერთი გოლი კი, რონელიც მე გავიტანე, სამუდამოდ დამრჩება მეხსიერებაში.

როგორ გახსენდებათ უფროსების ბოლო მსოფლიო ჩემპიონატი?

გულის ტკივილით. ყოველთვის მინდა, რომ ინგლისი წარმატებული იყოს. ხომ გახსოვთ, ინგლისს სულ რაღაც აკლდებოდა დიდ ტურნირებზე. თუმცა, ბავშვობაში ყოველთვის საინტერესო გახლდათ ინგლისელების ასპარეზობა დიდ სცენაზე. პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელები იკრიბებიან, რათა ინგლისი მსოფლიო ჩემპიონატზე წარმოადგინონ. ფანტასტიკური შეგრძნებაა.

გჯერათ, რომ ინგლისს 2022 წლის მონდიალის მოგება შეუძლია?

გუნდში ბევრი მაღალი კლასის ფეხბურთელია. მათ პლანეტის საუკეთესო მოთამაშეებთან უწევთ კონკურენცია. მეც მინდა ამ გუნდის წევრი ვიყო. მსოფლიოში ბევრი ძლიერი გუნდია. ბედნიერება მქონდა ბელგიის წინააღმდეგ მეთამაშა. ისინი ხომ პირველ ადგილზე არიან ფიფას რეიტინგში. დიდი გამოცდილება მივიღე და მივხვდი, რა დონეზე უნდა ითამაშო წარმატებას რომ მიაღწიო. ვფიქრობ, ვაჩვენეთ, რომ პლანეტის საუკეთესო ნაკრებებთან კონკურენცია შეგვიძლია.

 

EPL 2020-21: Dominic Calvert-Lewin's remarkable rise to the top