ჩელსი ჩეხის დაბრუნებას შეეცდება 

არისტოკრატები კლუბის ლეგენდას მალე  ახალ სამსახურს შესთავაზებენ

ლეგენდარული კარიერა დასასრულს უახლოვდება. კაცი, რომელმაც ლონდონის ჩელსის ისტორიის დაწერაში უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა და გუნდს, პრემიერლიგის, ჩემპიონთა ლიგისა და სხვა  ტიტულების მოგებაში დაეხმარა, მიმდინარე წლის ზაფხულში მწვანე მოედანს გამოემშვიდობება.

 

ლონდონის ჩელსიში 11 წარმატებული წლის შემდეგ, პეტრ ჩეხმა თანაქალაქურ არსენალს მიაშურა და ჩატარებული სამი სეზონის მერე, პროფესიონალური კარიერის დასრულებას გეგმავს. თუმცა, დიდი ალბათობით ჩეხეთის ნაკრების ყოფილი მეკარე ფეხბურთის გარეშე დიდხანს არ იცხოვრებს. გადაწყვეტილების მიღებიდან უმალვე, ბრიტანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, 36 წლის გოლკიპერის დაბრუნებას არისტოკრატები შეეცდებიან. ლურჯები ჩეხს კლუბის სტრუქტურაში მწვრთნელის ან საპატიო ელჩის პოზიციაზე დასაქმებას შესთავაზებენ.

 

ჩეხმა ეროვნული გუნდის მაისური 124-ჯერ მოირგო და სამშობლო ოთხ ევროპისა  (2004, 2008. 2012, 2016) და ერთ მსოფლიო ჩემპიონატზე (2016) წარმოადგინა, კარიერის განმავლობაში კი ისეთი ტიტულების მოგება შეძლო, როგორიცაა: ინგლისის პრემიერლიგა (4), ჩემპიონთა ლიგა (1), ევროპის ლიგა (1), ინგლისის ასოციაციის თასი (5), ინგლისის ლიგის თასი (3),  ინგლისის სუპერთასი (6). ის  7-7-ჯერ ჩელსისა და ჩეხეთის წლიოს საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.