კერბერი აგრძელებს

ანჟელიკ კერბერის მომდევნო მეტოქე ავსტრალიელი კიმბერლი ბირელი იქნება

ავსტრალიის ღია პირველობის შარშანწინდელი ჩემპიონი, ანჟელიკ კერბერი წლის პირველი დიდი სლემის მესამე წრესია. გერმანელმა ჩოგბურთელმა, ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე, ბრაზილიელ ბეატრის ჰადადს ორ სეტში - 6:2, 6:3 მოუგო.

 

31 წლის ანჟელიკ კერბერს, მეტოქის დასამარცხებლად საათი და 20 წუთი დასჭირდა რა დროსიც 6 ეისი შეასრულა და მოწინააღმდეგეს მოწოდება 3-ჯერ აართვა.

 

ანჟელიკ კერბერის მომდევნო მეტოქე ავსტრალიელი კიმბერლი ბირელი იქნება.