ლეიკერსის და სან ანტონიოს გაცვლა

სან ანტონიო ლეიკერსიდან წამოიყვანს ერთ ნაცნობს. და, ერთ მაგარ ნიჭიერ ტიპს, რომელსაც აქ, სპერსში მეტ დროს მისცემენ.

დეტალურად.

სან ანტონიოდან ლეიკერსში გადავა დემარ დეროუზენი (შარშან 22.1 ქულა, 5.6 პასი, 5.5 მოხსნა).

ლეიკერსიდან სპერსში - კაილ კუზმა (12.8 ქულა, 4.5 მოხსნა, 1.3 პასი) და დენი გრინი (8.0 ქულა, 3.3 მოხსნა, 1.3 პასი).

 

*****

 

დეროუზენი მოსწონს ლებრონს. და, ამ ტრანსფერისთვის ეს საკმარისია. ლებრონი მოხიბლულია დემარის საშუალო სროლით და დროული პასით. ასევე, მაღალი ინტელექტით.

კუზმა სან ანტონიოში ვერ იქნება დომინანტი. კუზმა სან ანტონიოში ვერ მიიღებს 15-16 სროლას, მაგრამ ის მეტს ითამაშებს. კუზმა ვერ გახდება სტაბილური დამცველი, მაგრამ სისტემურ დაცვაში ის არ დაიკარგება.

გრეგ პოპოვიჩი ცვლის გუნდს.

საინტერესო წინადადების შემთხვევაში, დიდი ბოსი დაემშვიდობება (და, მადლობით გააცილებს) ლამარკუს ოლდრიჯსაც. დიდი ბიჭი დღესაც პროდუქტიულია, მაგრამ ის ახალ სან ანტონიოში დაიკარგება.

რთულია აზრზე მოსული მაღალი მოთამაშის გარეშე, მაგრამ გრეგს აქვს რესურსი დაბლებში. და, პროცესში, შეიძლება ერთი ან ორი კარგი მსროლელის გაცვლა ნორმალურ, სანდო მეოთხე-მეხუთე ნომერში.

დეროუზენი ტემპს არ აგდებს. დემარი აცრილია სამიანზე და დემარი დღესაც რჩება ერთ-ერთ სანდო მსროლელად 3-4-5 მეტრიდან. იშვიათი მოვლენა სამიანებზე და ძალისმიერ სლემებზე გადართულ ლიგაში.

გრინმა გააუარესა სამიანების პროცენტი, მაგრამ კარგი მწვრთნელი მაინც მიიღებს მისგან ნორმალურ 15-17 წუთს და გრინი არ მოგკლავს არასწორი გადაწყვეტილებით. გრინს ძირითადად, კარგი შემტევების გაჩერება და დროულად სროლა ევალება. და, დაევალება. გრეგი იცნობს და აფასებს დენის, მაგრამ ალბათ, გრინი (ამ გაცვლის შემთხვევაში) კიდევ ერთხელ შეიცვლის მისამართს და სპერსში არ დარჩება.

კუზმა ენიგმაა. კუზმამ ჩააგდო სეზონი ლებრონთან და ენტონი დევისთან ერთად. როლების შეცვლა კუზმას წინსვლაში ხელს უშლის და ახალგაზრდა, ამბიციური ფორვარდი აკომპანიატორად არ დარჩება. მას მეტი უნდა ლეიკერსში ის მხოლოდ ნაკლებს მიიღებს. როლსაც და კუშსაც.

ველოდებით შემდეგ სვლებს.