ბოლო წუთების სენი და ჯგუფის მოგების დაკარგული შანსი

ერთა ლიგის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრებმა სომხეთს უმასპინძლა. მწარე მარცხის შემდეგ, ჯვაროსნებისგან ყველა დამაჯერებელ გამარჯვებას ელოდა, თუმცა გამარჯვებას ვინ ჩივის, ვაისის შეგირდებმა მხითრიანის გარეშე ჩამოსულ სომხეთთან 1:2 წააგო.

 

მატჩი ქართველი ფეხბურთელების უპირატესობით დაიწყო, ჩვენები ხშირად უტევდნენ, თუმცა კარისკენ დარტყმები ჭირდა. მასპინძლები ხშირად გადიოდნენ დასარტყმელ პოზიციაზე, მაგრამ რატომღაც სიტუაციას ართულებდნენ, რის შემდეგაც ბურთი იკარგებოდა. 

 

ანგარიში 33-ე წუთზე სომხებმა გახსნეს. სტუმართა სწრაფი შეტევისას ბარსეგიანმა საჯარიმოში უმეთვალყურეოდ დარჩენილ გაზარიანს გაუკეთა პასი და მანაც შეაგდო. 

 

1 წუთში სომხებს კიდევ შეეძლოთ გატანა, თუმცა მაკარიძის კარი ძელმა გადაარჩინა. 

 

გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა ელგუჯა ჰქონდა ელგუჯა ლობჯანიძეს, თუმცა სტუმრები მეკარემ გადაარჩინა. 

 

მეორე ტაიმი პირველის მსგავსად დაიწყო. განსაკუთრებით აქტიურობდა საბა ლობჟანიძე, რომელიც ვაისმა მარჯვენა ფლანგზე დააყენა.

 

ანგარიში 65- წუთზე გათანაბრდა. ლობჯანიძის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი, ყაზაიშვილმა გოლად აქცია და ნაკრებში მე-11 გოლი გაიტანა. მოქმედ ფეხბურთელთაგან ნაკრებში გატანილი გოლებით ახლა მას მხოლოდ თორნიკე ოქრიაშვილი უსწრებს, რომელსაც 1-ით მეტი ბურთი აქვ შეგდებული. 

 

რამდენიმე წუთში ვაკოს დუბლის შესრულების შანსი ჰქონდა, მაგრამ მცირედით ასცდა ბურთი. 

 

 

დღესაც სამწუხაროდ ქართული სენი ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც, ბოლო წუთებზე ვუშვებთ გოლს და  სომხებმა გაიტანეს. 85-ე წუთზე სტუმართა სწრაფი შეტევა ადამიანის გოლით დასრულდა. 

 

ქართველები ამის შემდეგ ბევრს ეცადნენ, თუმცა ამაოდ. 

 

აღსანიშნავია, რომ დღევანდელ შეხვედრაში დებიუტი ჰქონდა ბექა მიქელთაძეს.

 

საქართველოს ნაკრები 6 ქულით მესამე ადგილზეა და შემდეგ მატჩს ესტონეთთან 18 ნოემბერს გამართავს. 

 

მართალია ჩვენმა გუნდმა წინა შეხვედრაში ცუდად ითამაშა, თუმცა ძირითად შემადგენლობაში 9 ცვლილების გაკეთაბა მაინც ზედმეტი იყო.