კობი ბრაიანტის საუკეთესო მატჩი

და, ჩვენ ვსაუბრობთ ფლეი ოფზე. და, ჩვენ ვსაუბრობთ ჩეხვაზე, რომელიც მნიშვნელობით უფრო წინ დგას, ვიდრე  ის 81 ქულა ტორონტოსთან. ვიდრე ყველაფერი, რაც ბრაიანტს გაუკეთებია.

სამწუხაროდ, გულშემატკივრები, რომლებიც თავს კობის რეალურ ფანებად თვლიან, ამ მატჩს ან ვერ იხსენბენ, ან - საერთოდ არ ახსოვთ. და, ეს ცუდია.

2000. ლეიკერსის საუკეთესო სეზონი კობისთან და შაკილ ო’ნილთან ერთად.

სეზონი, როდესაც გუნდი ამტვრევდა ყველაფერს. სეზონი, როდესაც ლეიკერსმა ფლეი ოფში ჩაისეირნა, აიღო კუთვნილი ჩემპიონობა და ასევე სეირნობით ჩავიდა ლოს ანჯელესში, საჩემპიონო აღლუმზე. თან, მაშინ ტრამპი არ პრეზიდენტობდა.

მეორე ეტაპი. სერია საკრამენტოსთან. უკვე საინტერესო, მოქნილ, ელეგანტურ გუნდთან. რომელიც ერთი წლის შემდეგ თითქმის დააგდებს ამ ლეიკერსს, მაგრამ ჯერ დრო არ იყო.

სერიის მეოთხე ჩეხვა. ლეიკერსი უკვე იგებს 3:0.

 

*****

 

და, ჩვენ ვსაუბრობთ სერიაზე, რომელშიც შაკი საშუალოდ 33.3 ქულას, 17.3 მოხსნას, 3.3 დაფარებას და 2.3 პასს აგროვებდა. საგიჟეთი. მანქანა, რომელიც კლავდა.

და, იქვე იდგა 22 წლის კობი. რომელსაც კარიერაში საუკეთესო სერია ჰქონდა.

35.0 ქულა, 9.0 მოხსნა, 4.3 პასი, 1.3 ჩაჭრა.

და, სერიის მეოთხე გარჩევაში კობიმ 48 ქულა გლიჯა. 29/15 თამაშიდან. და, 19/17 საჯარიმო. და, იქვე, 16 მოხსნა. და - 9 შეტევაში.  

48 (!). ფლეი ოფში. 22 წლის ბავშვმა. და, ლეიკერსმა ის სერია დახურა. და, შემდეგ წრეში მიანგრია ძალიან კარგი სან ანტონიო 4:0.

იმ ლეიკერსმა ფლეი ოფში ერთადერთი გასაუბრება ვერ გაიარა. ფინალში, წააგო სერიის პირველი ტესტი ფილადელფიასთან. სხვა ამბებში კალიფორნია იყო კალათბურთის დედაქალაქი და ჰოლივუდზე მაგრად ის ლეიკერსი ხმაურობდა.

და. კობი იმ სერიაში შეუდარებელი იყო.

ჩვენ გვახსოვს.