ლეიკერსი გაძლიერდა

და, გუნდი ტიტულის შენარჩუნებაზე მიდის.

ოკლაჰომადან ლეიკერსი წამოიყვანს დენის შრიოდერს. სოლიდურია. გერმანელი შარშან სოლირებდა. გერმანელი შარშან საუკეთესო შემცვლელის პრიზისთვის იბრძოდა. და, გერმანელი ლეიკერსს სიღრმეს და ნიჭს მისცემს.

დიდი ალბათობით, გუნდი ვერ გაქაჩავს რაჟონ რონდოს მოთხოვნას და გამოცდილი პირველი ნომერი სხვაგან გადავა. რონდოს დაკონტრაქტებით დაინეტრესებულია მილუოკი და კლიპერსი. საინტერესოა.

ოკლაჰომა შრიოდერში დენი გრინს და ამ დრაფტის 28-ე არჩევანს მიიღებს. ოკლაჰომა გაცვლით სახელფასო ფონდში კარგ კუშს დაზოგავს.

ჯერ არ არის მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მიღებულია.

27 წლის დენისს მიმდინარე კონტრაქტი 2020-2021 წლების სეზონის შემდეგ უმთავრდება. ბოლო სეზონში მის საბანკო ანგარიშზე 15.5 მილიონი დოლარი დაჯდება.

დენისი ძალიან კარგი იყო. დენისმა ბოლო რეგულარულში 18.9 ქულა და 4 შედეგიანი გადაცემა დასვა. კლასი. და, შრიოდერმა სამიანების 38.5 პროცენტი გამოიყენა. მისაღები შედეგი.

გრინი ბალასტია. ნუ, ძველ გრინთან შედარებით - ბალასტია. და, გრინი (დიდი ალბათობით) არ დარჩება ოკლაჰომაში. გრინიც დიდ კუშზეა და ეს თანხა 15.3 მილიონია. შარშან, მისტერ გრინი ლეიკერსს საშუალოდ 8 ქულას აძლევდა. დარჩა ბიჭის კარგი დაცვა, მაგრამ გაუარესდა სამიანების პროცენტი და უბურთოდ თამაში.

შრიოდერის ტრანსფერი დადებითად შეაფასა ლეგენდამ. მეჯიქ ჯონსონმა. და, მეჯიქი ასიანია. კლუბის ბოსმა რობ პელინკამ მშვენივრად იმუშავა.

კალიფორნია ჩემპიონობის შენარჩუნებაზე დაიძრა. და, ველოდებით კლიპერსის სვლებს.

 

*****

 

და, გრინის ადგილზე ლეიკერსი ერთ საინტერესო ტიპს წამოიყვანს. ნუ, გეგმაში ასეა.

უესლი მეთიუზს. 34 წლის მსროლელს, რომელიც ბოლო პერიოდში მილუოკის მეოთხე ოფცია იყო. ან, მეხუთე. მეთიუზისთვის ეს უმნიშვნელოა.

ბოლო სეზონში უესი 7.4 ქულაზე, 2.5 მოხსნაზე, 1.4 პასზე იჯდა. მისაღები სტატისტიკა. ლეიკერსში ამ კომბინაციას დააფასებენ. ლეიკერსში სხვაც ბლომად ჩაყრის.

და, მეთიუზზე დაიძრა მაიამიც.

კარგი ბრძოლა დაიწყება.