კლემი

კვირას, 72 წლისა ინგლისური ფეხბურთის კიდევ ერთი ლეგენდა აღესრულა. გარდაიცვალა ლივერპულის, ტოტენჰემისა და ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე რეი კლემენსი. ამადაც იყო, რომ წუხელ ერთა ლიგის მატჩში ბელგიელების წინააღმდეგ (0:2), ინგლისელებს შავი სამკლავურები ეკეთათ. მას ოფიციალურად 18 ნოემბერს დაემშვიდობებიან უემბლიზე, ინგლის-ისლანდიის მატჩის წინ. მანამდე კი...

კლემენსს, თავისი ეპოქის ერთ-ერთ უძლიერეს მეკარედ მიიჩნევენ. 14 წელიწადი გაატარა ლივერპულში და 7 ტოტენჰემში. ინგლისის ნაკრების მაისურა კი (1972-83) 61-ჯერ მოირგო. ითამაშა 1980 წლის ევროპის ჩემპიონატზე. 1982 წლის მონდიალზე კი პიტერ შილტონის შემცვლელი იყო. ნაკრებიდან ის 1983-ში წავიდა, კარიერა 1988 წელს დაასარულა.

იმ ისტორიულ მატჩში ითამაშა, 1979 წლის 3 ოქტომბერს, როცა ჩვენმა დინამომ ლივერპული 3:0 დაამარცხა თბილისში.

 

No description available.

 

ამ თამაშის ერთი ცნობილი ფოტო არსებობს: ქართველთა მორიგი გოლის შემდეგ, თავსხმა წვიმაში, კლემენსი მიწაზეა გართხმული, ფოტოს კიდეზე კი  ჩვენი მოზეიმე ფეხბურთელები ჩანან.

შეარცხვინეს ჩვენებმა ეს დროული კაცი, სამი ბურთი გაუტანეს და ისტორია დაწერეს. სამუდამო ისტორია ქართული ფეხბურთისთვის და ამ ისტორიის ნაწილი რეი კლემენსიცაა.

ლივერპულთან ერთად სამჯერ ჩემპიონთა და ორჯერ უეფას თასები მოიგო. ხუთჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი, ერთხელაც უეფას თასს ტოტენჰემში ყოფნისას დაეუფლა. სხვა მრავალი პრიზიც ირგუნა, თუმცა ისინი ნაკლებადმნიშვნელოვანია.

კარიერის დასრულების შემდეგ ქვეყნის ნაკრების მეკარეების მწვრთნელად მუშაობდა, 2005 წელს კი პროსტატის კიბო დაუდგინეს, რომელმაც შეიწირა კიდეც საბოლოოდ.

მგზნებარედ დაემშვიდობა კლემენსს მერსისაიდელთა ახლანდელი მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი: „არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს, რომ მხოლოდ დიდი ფეხბურთელები ქმნიან დიდ გუნდებს. მისი ეპოქის ფეხბურთელებს უნდა მოუსმინო, რომ მიხვდე დიდი მეკარის მნიშვნელობას. ისინი ამბობენ, რომ რეი უდიდესი მოთამაშე და არაჩვეულებრივი ადამიანი გახლდათ.

 

Play Golf at Hanbury Manor Golf Club with Ray Clemence - CharityStars

 

კლემენსი ერთ-ერთი მთავარი იყო ვისი წყალობითაც გახდა ლივერპული დიადი კლუბი. საფუძვლის ის ქვა იყო, რომელზედაც აშენდა კლუბის დიდებული ისტორია.“ - ციტირებს გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს წითლების ოფიციალური ვებ-გვერდი.

„ჩვენ ლეგენდა დავკარგეთ, - წერს თავისი ტვიტერის გვერდზე კენი დალგლიში, რომელსაც 1977 წელს სელტიკიდან ლივერპულში გადასვლისას, ყველაზე მეტად კლემენსმა უპატრონა, - კლემი (ასე ეძახდნენ) ფანტასტიკური თანაგუნდელი და მეგობარი იყო. არასოდეს დამავიწყდება როგორ დამიდგა გვერდში ენფილდზე მოხვედრისას. ჩემი ფიქრები ახლა მის ოჯახთანაა.“

პიტერ შილტონი, კლემენსის მთავარი კონკურენტი იხენებს: „მისი გარდაცვალების ამბავმა დამანგრია. მართალია, კონკურენტები ვიყავით, მაგრამ კარგი ურთიერთობა გვქონდა. უფრო მეგობრები გვერქვა, ვიდრე კონკურენტები.

ერთხელ, ნაკრების მნიშვნელოვანი თამაშის წინ, ოთახში რაღაცას ვაკეთებდი, თან ვხედავდი რეი როგორ ასწავლიდა პოლ რობინსონს გარკვეულ ილეთს. მივხვდი, რომ ჩემს ოლეთს ამუშავებინებდა.

დავუყვირე: ჰეი, კლემ, ვარჯიშის საიდუმლო მომპარე?

მან გაიღიმა და ბოდიში მომიხადა. ასეთი ალალი ღიმილი იშვიათად მინახავს. საოცარი ადამიანი იყო.“

Ray Clements death & cause of death - what killed Former Liverpool,  Tottenham and England goalkeeper, Ray Clemence dies, Age & Obituary