ლიოვის მომავალი გადაწყდა - ბირჰოფმა განცხადება გააკეთა

ესპანეთთან 0:6 განადგურების შემდეგ, ბევრი მოელოდა, რომ გერმანია იოახიმ ლიოვს დაემშვიდობებოდა. როგორც ჩანს, ეს ასე არ არის - ამის შესახებ ბუნდესმანსშაფტის დირექტორმა, ოლივერ ბირხოფმა ისაუბრა

 

"რა თქმა უნდა, დარჩება. ეს თამაში არაფერს ცვლის. იოგის ვენდობით, ამაზე აზრთა სხვადასხვაობაც არ არის. 

 

როდესაც ის ნაკრების მწვრთნელი გახდა, მას შემდეგ, მის შედეგებს ტურნირიდან ტურნირამდე ვაანალიზებთ. შემდეგ წელს გასამართ ევროპის ჩემპიონატზე მაქსიმუმს უნდა მივაღწიოთ. 

 

პირველ ყოვლისა, ამ მარცხს უნდა შევეგუოთ, რასაც რაღაც დრო დასჭირდება. ცუდად ვითამაშეთ. ბურთი ადვილად დავთმეთ და გუნდი დაიშალა. ეს არ უნდა ხდებოდეს. ბურთის დასაბრუნებლად ვარდნებიც არ გვქონდა. უნდა ვისწავლოთ და სწორი დასკვნები გამოვიტანოთ," - თქვა ბირჰოფმა