აუღელვებლად!

მსოფლიოს მეორე ჩოგნის მეტოქე მესამე წრეში ავსტრალიელი ალექს დე მინაური იქნება

ესპანელი ჩოგბურთელი გზად ყველას და ყველაფერს თელავს. ამჯერად, ავსტრალიის ღია პირველობის მეორე წრეში, რაფას მსხვერპლი მეტიუ ებდენი გახდა. ნადალმა ბრიტანელი ჩოგბურთელი, რომელიც რეიტინგში 48-ე პოზიციაზეა სამ სეტში - 6:3, 6:2, 6:2 გააქრო.

 

31 წლის ებდენი რიგ ეპიზოდებში კი გაიბრწყინებდა, მაგრამ საერთო ჯამში კორტზე ნადალი დომინირებდა.

 

მსოფლიოს მეორე ჩოგნის მეტოქე მესამე წრეში ავსტრალიელი ალექს დე მინაური იქნება, რომელიც საკმაოდ კარგ ფორმაშია და წესით საინტერესო დაპირისპირების მომსწრე უნდა გავხდეთ.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.