ჰარდენი კაირის ბლოკავს

ჯეიმს ჰარდენი ჰიუსტონიდან მიდის.

და, ჰიუსტონი ჯეიმს ჰარდენს არ უშვებს. ჯერ, არ უშვებს.

ყველაზე რეალური ვარიანტი მაინც ბრუკლინია, მაგრამ ჰიუსტონი არ არის კმაყოფილი იმ კომპენსაციით, რასაც ნეთსი ჯეიმსში სთავაზობს.

ჰიუსტონი არ ბლოკავს რომელიმე კონკრეტულ მოთამაშეს, მაგრამ მაინც მეტის მიღება სურს. ჰარდენი (კევინ დიურანტთან ერთად) ლიგის საუკეთესო შემტევია და ჰარდენს შეუძლია ნებისმიერ გუნდთან 50+ ქულა დასვას.

და, ბრუკლინში უკვე არის ტიპი, ვინც ჰარდენის გადასვლით ვერ იკაიფებს.

კაირი ირვინგი.

რომელიც ჯეიმსთან ერთად მიიღებს ნაკლებ სროლას. ნამდვილად ნაკლებს მიიღებს.

რომელიც ჯეიმსთან ერთად ნაკლებ სროლას მიიღებს ბოლო მეოთხედში. და, იქ თან, კევინ დიურანტი იდგება.

რომელიც კევინ დიურანტისთვის ნაკლებად კარგი და ამყოლი ტიპია, ვიდრე - ჰარდენი. ბიჭები ერთმანეთს ოკლაჰომაში გატარებული პერიოდიდან მშვენივრად იცნობენ.

და, ბრუკლინში მთავარი მწვრთნელია სტივ ნეში, რომელიც შემტევ-დომინანტ-პირველ ნომრებს მიაწვება. კაირი თავად არ არის მიმწოლი და ამ სიტუაციაშიც ჰარდენი იგებს.

ნეშის ასისტენტია მაიკ დ’ანტონი, რომელმაც უკვე დააფიქსირა,  რომ ჰარდენის პერსონალური ფანია.

და, მაიკი ჰარდენს ენდობა.  დ’ანტონის სტილი ჰარდენის სტილია. და, ამ სქემებში, სადაც პირველი სიტყვა ნეშს ექნება, დიდ როლს მიიღებს კევინ დიურანტი.

კაირი ზედმეტია.

ჰარდენის ტრანსფერი კაირის დაბლოკავს.

ჯეიმსს ჰიუსტონთან მიმდინარე კონტრაქტით სამი სეზონი და 133 მილიონი დოლარი აქვს დარჩენილი.