საქართველოს ნაკრებმა წელი უღიმღამო ფრით დახურა

ერთა ლიგის მეექვსე ტურის და ამავდროულად წლის ბოლო მატჩი საქართველოს ნაკრებმა ესტონეთთან გამართა. ჯვაროსნებმა ესტონელებს დინამო არენაზე უმასპინძლეს და მატჩი უგოლო ფრით დასრულდა.აღნიშნული შეხვედრა დიდ სამოტივაციო დატვირთვას არ ატარებდა, რადგან გადაწყვეტილი იყო, რომ ესტონეთი მეოთხეზე გავიდოდა, საქართველოს კი პირველობის შანსი აღარ ჰქონდა და მხოლოდ მეორე ადგილს თუ შესწვდებოდა. 

 

მატჩი ჩვენების უპირატესობით დაიწყო, პირველი სახიფათო მომენტი კი მე-12 წუთზე შეიქმნა. ჯაბა კანკავას ძლიერი დარტყმული ესტონელთა მეკარის ნადავლი გახდა. კარგი მომენტი ჰქონდა ვაყო ყაზაიშვილსაც, რომელმაც 2 მცველი მოატყუა და დაარტყა, ბურთი კი მცირედით ასცდა კარს.

 

მასპინძლები საჯარიმომდე მიდიოდნენ, თუმცა შემდეგ გამწვავება უჭირდათ. სათქმელია, რომ ეს ესტონელთა კომპაქტური დაცვითაც იყო გამოწვეული. წინა მატჩის მსგავსად გამორჩეული იყო საბა ლობჟანიძე, რომელიც რამაზ სვანაძემ მარცხენა ფლანგზე დააყენა.

 

პირველ ტაიმში საინტერესო აღარაფერი გვინახავს, საკმაოდ უღიმღამო ტაიმი გამოვიდა, მეორე ნახევარში ჩვენები გააქტიურდნენ. სახიფათო მომენტი კვლავ კანკავამ შექმნა. ჯაბამ ამჯერად მარცხენათი დაარტყა და ბურთი მცირედით ასცდა კარს. შორიდან დარტყმით გოლის გატანა ოთარ კაკაბაძემ და ვაკო ყაზაიშვილმაც სცადეს.

 

საქართველოს ნაკრების უპირატესობა აშკარა იყო და მომენტებიც ასე თუ ისე შეიქმნა, თუმცა გოლი არ გასულა, მატჩი საბოლოო ჯამში არასანახაობრივი გამოდგა. საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში 7 ქულით მესამე ადგილი დაიკავა და წელი უგოლო ფრით დაასრულა. ჩვენი ჯგუფი სომხეთის ნაკრებმა მოიგო, რომელმაც ჩრდ. მაკედონია 1:0 დაამარცხა.