NBA და დრაფტი 2020

რეგულარული 22 დეკემბერს გაიხსნება. მანამდე, გუნდები 3-4 (სურვილისამებრ) ტესტს ჩაატარებენ და შემდეგ, ლებრონი ტიტულის დაცვას ეცდება.

და, ლიგამ ოდნავ განსხვავებული ფორმატით დრაფტი ჩაატარა.

ამბობენ, რომ ეს ახალგაზრდები ვერ გახდებიან ვარსკვლავები. ამბობენ, რომ ისინი მაქსიმუმ, კარგი კარიერით შემოიფარგლებიან და არცერთი არ იქნება შეუცვლელი, ორგანიზაციის სახე.

ვნახოთ. ამერიკელებმა უკეთ იციან, მაგრამ მაინც დაველოდოთ.

მანამდე, ჩამოვყაროთ TOP 5.

 

*****

 

TOP მინესოტა - ენტონი ედვარდსი (მსროლელი). ედვარდსი მოდის ჯორჯიადან. ედვარდსს აქვს მშვენიერი სროლა და ბიჭი მაგარი ათლეტურია.  საკოლეჯო დონეზე ენტონიმ 19.1 ქულა დასვა. ბოლო სეზონში. სოლიდურია. მინესოტაში ის დიდ დროს მიიღებს. და, ედვარდსი უკვე პოპულარულია სარეკლამო დამსაქმებლებში, რომლებიც მასთან საინტერესო თანამშრომლობას აპირებენ.

 

2. გოლდენ სტეიტი - ჯეიმს უაიზმენი (ცენტრი). ალბათ, უფრო ძველი სკოლის ცენტრი, ვიდრე ის, რომელიც ხშირად პატრულირებს პერიმეტრზე და გარედან დაბომბავს უორიორზის ოპონენტებს. მას ადარებენ დევიდ რობინსონს. და, მას ეს შედარება არ მოსწონს. ჩემი გზა ჩემი გზა გახდება, ამბობს ჯეიმსი. წარმატებები, შვილო.

 

3. ჰორნეთსი - ლამელო ბოლი (გამთამაშებელი). უკვე საკმაოდ გამოცდილი ახალგაზრდა. ბოლი ჯერ არ არის 20 წლის, მაგრამ უკვე მოასწრო ლიტვაში და ავსტრალიაში თამაში. ბოლის არსენალი მდიდარია და ბიჭი კარგად დგას დაცვაში. ბოლი ბევრს ისვრის, მაგრამ აკლია სტაბილურობა გარედან. ეს გამოსწორდება. და, ბოლი მაიკლ ჯორდანთან მოხვდა.

 

4. ჩიკაგო - პატრიკ უილიამსი (მსუბუქი ფორვარდი). აგრესიული დამცველი, თუმცა, დიდ ბიჭებში ეს აგრესია, შეიძლება, დაილექოს. ყველაფერი პატის სურვილზე იქნება დამოკიდებული. მას მოსწონს სკოტი პიპენი და კევინ დიურანტი. კევინის სროლა ამოსაწევია. პიპენის დაცვაც, მაგრამ იქ, დაცვაში ის უკვე ძალიან კარგია. 9.2 ქულა, 4 მოხსნა და თითო ჩაჭრა-დაფარება ასწორებს.

 

5. კლივლენდი - აიზეკ ოკორო (მსუბუქი ფორვარდი). ამ დრაფტის ერთ-ერთი საუკეთესო ათლეტი, რომელიც დაცვაში პირველიდან მესამე ნომრებს იჭერს. იყო ამერიკის U17 ნაკრების წევრი და საკმაოდ კარგად არის მომზადებული დიდებში სათამაშოდ. 12.9 ქულა, 4.4 მოხსნა და 2.1 პასი საინტერესოა. პლიუს, ყველგან, სადაც კი უყომარია, ოკორო საუკეთესო დამცველების ხუთეულში შედიოდა. თემაა.

 

ყველაზე მაღალი ევროარჩევანი

9. ვაშინგტონი - დენი ავდია (მსუბუქი ფორვარდი). უკვე ძალიან ბევრი მოასწრო. ისრაელის ორგზის ჩემპიონი (თელ-ავივის მაქაბიში -  ფოტოზე ფენერბახჩეს წინააღმდეგ). U16 ევროპაზე ავიდა 15.3 ქულაზე, რასაც ჩემპიონატზე ყველაზე მეტი, 12.6 მოხსნა და ასევე სარეკორდო, 5.3 პასი დაუსვა. უნივერსალი, რომელიც ბევრს ისვრის, მაგრამ ამავე დროს, ბევრს მუშაობს საკუთარ თავზე. არის ათლეტური და შეუძლია დომინირება როგორც გარედან, ასევე - სამწამიანის ტერიტორიაზე. მაგარი ბავშვია. ვაშინგტონში უნდა გაქაჩოს. უკვე ამბობენ, რომ ისრაელს არასოდეს ჰყოლია ასეთი ნიჭიერი მოთამაშე. და, ეს ახლოს არის სიმართლესთან.

 

დააკვირდით, ის მოუმატებს.

11.სან ანტონიო - დევინ ვასელი (მსუბუქი ფორვარდი). გრეგ პოპოვიჩმა საინტერესო ახალგაზრდა აირჩია. ვასელი ეფექტურია შესვლების დროს და ბიჭს აქვს საკმაოდ კარგი საშუალო სროლა. პლიუს, სპერსში შეიძლება, მეორე ნომერზეც დადგეს. ვასელი 12.7 ქულას, 5.1 მოხსნას იღებდა. და, ეს სტატისტიკა არ ითვლება. ის გაცილებით მეტის ამღებია. სან ანტონიომ ძალიან სერიოზული სვლა გააკეთა. მოთამაშე, რომელსაც სათანადოდ არა აფასებენ.