ილია თოფურია - ხაბიბი უნდა დავამარცხო !

ილია ჩემპიონია. როცა გსურს იყო საუკეთესო უნდა დაამარცხო საუკეთესო. სწორად ამ მენტალიტეტის დემონსტრირება იყო, როცა თოფურიამ მტკივნეულ შოუში განაცხადა, რომ მისი ოცნება ხაბიბთან ბრძოლაა. რა თქმა უნდა აფასებს მის უნარებს მაგრამ, როგორც წესი ხაბიბი ხალხს ძირს აგდებს და იქ ამთავრებს რის საპასუხოდაც ილიამ თქვა, რომ მთელი ბავშვობა ძირს ფორთხიალობდა და საერთოდ არ ეშინია ხაბიბთან პარტერის გაზიარების. "ჩემი პარტერში ჩაყვანა იგივეა, რომ თევზი წყალში ჩააგდო" თქვა ილიამ ძალიან თვით დაჯერებული ტონით. ნურმაგომედოვი ყველას ღრმა წყლებში გაყვანით და ჩახრჩობი ემუქრება რაზეც ილიას ასევე ეღიმება.  "დარწმუნებული ვარ რამდენიმე წელიწადში, როცა მე გამოცდილება მომემატება და ის სპორტში დაბრუნდება,  ვიქნები ის ვინც მას ღრმა წყალში გაიყვანს და ჩაახრჩობს ! მე გრეპლინგის ღრმა ოკეანაში ვარ გაზრდილი ! " ილი ახალგაზრდაა და წინ აქვს ყველაფერი. ის ახლა ფლორიდაშია და ჩხუბისთვის ემზადება. იმ უნიკალური ღამისთვის სადაც  ufc - ის ერთ ქარდზე 3 ქართველი იბრძოლებს.  

იხილეთ სრული ინტერვიუ