ჰარდენიც?

ფილადელფია შეიცვალა. ჰიუსტონის ექს-ბოსმა, მისტერ დერილ მოურიმ რამდენიმე საინტერესო სვლა გააკეთა.

გუნდში დარჩებიან ლიდერები. ცენტრი ჯოელ ემბიდი მოუმატებს. გამთამაშებელი ბენ სიმონსი უფრო მიმწოლი გახდება და მაინც ვერ დაამუღამებს სროლას. და, ფილადელფიამ ორი კარგი მსროლელი დაირტყა.

გუნდი დაემშვიდობა ცენტრ ალ ჰორფორდს. ვეტერანი, რომელმაც ვერ ააწყო ემბიდთან და რომელიც სწრაფ შეტევაში ვერ გარბოდა. ჰორფორდი უკვე ისტორიაა.

გუნდი დაემშვიდობა მსროლელ ჯეისონ რიჩარდსონს. სანდო, ეფექტური მოთამაშე, რომელმაც ვერ ააწყო სიმოსნთან. და, თუ ვინმე ვერ აწყობს ლიდერებთან, ლიდერები რჩებიან და იცვლება თანმხლები შემადგენლობა.

მოურიმ ეს სწრაფად დაალაგა.

 

*****

 

და, გუნდმა დაირტყა ვეტერანი დენი გრინი. რომელიც შარშანდელ სეზონს ამთავრებდა ლეიკერსში (ჩემპიონი გახდა). გრინი გაცვალეს ოკლაჰომაში და დღეს, დენი უკვე ფილადელფიაში ზის. მომთაბარე კაცი.  

ეფექტური სვლა. მოური აქცენტს დომინანტ მაღალზე და სწრაფ, შედეგიან პერიმეტრზე აკეთებს. გრინი ემბიდის და სიმონსის პასებით ბევრ თავისუფალ სროლას მიიღებს. კარგი სვლა. მართლა კარგი სვლა.

კიდევ ერთი ახალი ბიჭი გახდა სეთ კარი. სტეფის ძმა. ძალიან კარგი მსროლელი სტატიკურიდან და ტარების დროსაც. სეთმა მოუმატა, როგორც დამცველმაც და კარის აქვს მარაგი. ის არ ჩერდება და თუ სეთი დროულ პასებს მიიღებს, კარი ბევრი ზუსტი სამიანით დასჯის ფილადელფიას ოპონენტებს.

ესეც ფაქტია.

აღმოსავლეთში მოგება რთული იქნება. მილუოკი გაძლიერდება. აუცილებლად დაბრუნდება მაიამი და ბოსტონიც გაივლის უდანაკარგოდ მწვანე მილს. და, რჩება ბრუკლინიც.

და, მოურის აზრით, უმცროსი კარი დღეს ლიგის საუკეთესო მსროლელია. ალბათ, მაინც უფროსი ძმა და კლეი ტომფსონი (რომელმაც მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო) უჯოკრავენ, მაგრამ ეს მოურის აზრია.

და, სად ჯდება ამ ამბებში ჯეიმს ჰარდენი?

მისტერ მოური დღესაც აქტიურად არის ჩართული ჯეიმსისთვის ბრძოლაში.