პრაღა უმედლოდ დაიწყო

პრაღაში დაწყებულ ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატი ჩვენებმა უმედლოდ დაიწყეს, არადა, ბრინჯაოს შანსი იყო.

66 კგ-მდე წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილმა ნახევარფინალამდე მეტოქეები, მათ შორის რუსი მიხაელ პულიაევსი, ააბურთავა, მერე კი ებრაელ ტალ ფლიცკერთან წააგო. ვაჟა ბრინჯაოს მედლისათვის ბრძოლაში მოლდოველ დენის ვიერუს შეხვდა, სადაც კონტრილეთზე წამოეგო და ვაზარით დამარცხდა. 60 კგ-მდე წონაში ლუხუმ ჩხვიმიანმა პირველივე წრეში ბულგარელ იანისლავ გერჩევთან წააგო.

წარუმატებლად წიდავეს ჩვენმა გოგონებმაც: ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) პირველივე წრიდან გამოეთიშა ასპარეზობას, ხოლო ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (52) – მეორედან.