კლეი ტომფსონი დამთავრდა

გოლდენ სტეიტი ვერ იომებს ჩემპიონობისთვის. გოლდენ სტეიტმა დაკარგა მაჩეტე.

ლოს ანჯელესში, ორმხრივი თამაშის დროს მიიღო ტრავმა კლეი ტომფსონმა. იგივე მუხლი, რომელიც კლეიმ მანამდე ორჯერ გაიწყვიტა. გოლდენ სტეიტმა სტეფ კარის საუკეთესო დამზღვევი დაკარგა.

ტესტი, რომელშიც მონაწილეობას მოქმედი და ყოფილი მოთამაშეები იღებდნენ, ცუდად დასრულდა. კლეიმ მეგობრების თანხლებით დატოვა დარბაზი და უახლოეს ჰოსპიტალში მას დაუსვეს დიაგნოზი:

კლეი ტომფსონი შემდეგ სეზონს გამოტოვებს.

კლეიმ 2019 წლის 14 ივნისს ითამაშა. და, იმ საჩემპიონო გარჩევაში, კავაი ლეონარდის ტორონტოსთან, ტომფსონმა და გოლდენ სტეიტმა დაკარგეს გვირგვინი, დათმეს დომინაცია, ვერ გაქაჩეს. იმ სერიაში დაბრუნდა და დაილეწა კევინ დიურანტი. და, იმ მატჩში გაჩერდა კლეიც. მატჩში, რომელიც ტომფსონის მასტერკლასი (30 ქულა 31 წუთში) იყო.

 

*****

 

ტომფსონმა ვერ ითამაშა შარშან. და, ზედიზედ ორი სეზონის გამოტოვება მძიმეა. და, კლეი აუცილებლად უნდა დაბრუნდეს. სტეფი ჯერ სვლაზეა, მაგრამ საუკეთესო პარტნიორის და მეგობრის გარეშე კარი ვერ გაქაჩავს. და, სტეფი კლეისთან ერთად უნდა დაბრუნდეს.

ტომფსონი 30 წლის არის. მარაგში ალბათ, კიდევ რამდენიმე კარგი სეზონი აქვს. და, გოლდენ სტეიტი თავს შეიკავებს ხმაურიანი ტრანსფერებისგან. ტომფსონთან ერთად საერთო სურათი ნათელია. კლეის გარეშე - არ გამოდის.

ექიმების აზრით, ტომფსონი აუცილებლად დაბრუნდება. თუნდაც, ერთი წლის შემდეგ. უბრალოდ, კლეიმ არ უნდა სცადოს მოვლენების ფორსირება.

გოლდენ სტეიტი რჩება კარგ გუნდად, რომელსაც მაგრად გაუჭირდება ფლეი ოფში შესვლა. გოლდენ სტეიტი ჯერ ეყრდნობა სტეფს, უბერებელ დრეიმონდ გრინს და სტივ კერს, მაგრამ კლეი ამ გუნდს კრავს.

მაგარი რთული იქნება.

კლეი ტომფსონი კარიერით 19.5 ქულას და 3.5 მოხსნას აგროვებს. კლეიმ უკვე მოასწრო 1 798 სამიანის ჩაგდება. კლასიკა.

ჩვენ ერთად დაველოდებით ტომფსონს. ლიგა მის გარეშე მუღამს და კაიფს კარგავს.

ველოდებით მკვლელ სნაიპერს.