ვინ იფიქრებდა, 2020 წელს, ვინმე ერთი სპორტიდან მეორე სპორტში თამაშით თუ გაგვაოცებდა? თან ბალახიდან - ყინულზე. დიახ, ლუკას პოდოლსკი, მშობლიური ქალაქის, კიოლნის ყინულის ჰოკეის გუნდ "კიოლნერ ჰაის" ერთი თამაშით შეუერთდება, რათა გაკოტრებისგან გადაარჩინოს. მოგეხსენებათ, კორონავირუსის პანდემიის გამო, მაყურებლები თამაშზე ვერ დადიან და გუნდსაც ფინანსები საგრძნობლად შემოაკლდა. როგორც ლუკასს უთხრეს, თუ ის ითამაშებს, 100 000 ვირტუალური ბილეთი გაიყიდება და ეს კლუბს ძალიან წაადგება.
Wette gewonnen! Wir haben die 100.000er-Marke an verkauften #immerwigger-Tickets geknackt! @Podolski10 wird Spieler der Kölner Haie
Mehr Infos bekommt Ihr hierhttps://t.co/WrHh1qXeKL pic.twitter.com/5osoyMWPvX
საერთოდ, პოდოლსკისთვის სხვა სპორტში ძალების მოსინჯვა უცხო არ არის. როდესაც ფეხბურთს იაპონიაში თამაშობდა, ძალები სუმოშიც გამოსცადა და დოჰიოზე პროფესიონალ სუმოტორებს შეერკინა. როგორც ცნობილია, ის იოკოძუნა ჰაკუჰოს დიდი მეგობარია...