ლუკა დონჩიჩს არგენტინელს აჩუქებენ

და, ეს საინტერესო ექსპერიმენტი იქნება.

თუ დალასი გაქაჩავს და დენვერზე, კლიპერსზე კარგი წინადადებით იხმაურებს, კლუბი კიდევ ერთ მაგარ არაამერიკელს მიიღებს.

ფაკუნდო კამპაცოს.

არგენტინელს. ელეგანტურ, გამომწვევ და ეფექტურ არგენტინელს. რომელიც არ შეუშლის ხელს ლუკა დონჩიჩს. პირიქით. ბიჭებმა მაგრად უნდა ააწყონ.

კამპაცო დღეს რეალშია. ერთობა, ხანდახან, დომინირებს და ძირითადად, ელოდება. აგენტის ზარს, რომელიც ამერიკიდან საუკეთესო შეთავაზებას ეტყვის, გააცნობს.

და, ეს აგენტი, სენიორ კლაუდიო ვილანუევა, აცხადებს, რომ 20 ნოემბრის მატჩი ფენერბახჩესთან კამპაცოსთვის რეალში უკანაკსნელი იქნება.

ალბათ, აგენტმა იცის, რა უნდა თქვას, არა?

ევროლიგის მიმდინარე ამბებში არგენტინელი საშუალოდ 9.6 ქულას და 6.1 პასს იღებს. ჩვეულებრივი სტატისტიკა სადღაც, უმოტივაციო ვარსკვლავისგან. კამპაცო გაცილებით მეტია.

 

*****

 

და, დალასმა შეინარჩუნა ტიმ ჰარდევეი-უმცროსი.

მოთამაშემ მიიღო გადაწყვეტილება - ის არ გავა თავისუფალი აგენტების ტერიტორიაზე. ჰარდევეიმ ისარგებლა კონტრაქტში არსებული ოფციით და დალასთან კონტრაქტი ერთი წლით გაახანგრძლივა. ამ შეთანხმებით, ტიმი შემდეგ სეზონში 19 მილიონ დოლარს მიიღებს. მშვენიერი შედეგი.

იდეაში, ორივე მხარისთვის. დალასმა დაიტოვა სანდო (15.8 ქულა, 3.3 მოხსნა) მსროლელი, რომელიც დაცვაშიც უმატებს. და, ჰარდევეი ერთი წლით მშვიდად იქნება. ერთი წლის შემდეგ ტიმი შეუზღუდავი უფლებების მქონე თავისუფალი აგენტი გახდება.

დალასში სოლირებს ლუკა.

დალასში ხმაურობს კრისტაფს პორჟინგისი.

და, დალასში, რომელიც არაამერიკელი ლიდერებით ქაჩავს, კიდევ ერთი სერიოზული ლეგიონერი მიდის.

და, მარკ კიუბანი მშვენიერ ხასიათზეა.