ბეკენბაუერი: გერმანიას ლიდერი აკლდა, მიულერი აკლდა...

გერმანიის ნაკრების სამარცხვინო მარცხის შემდეგ (რედ: 0:6 - ესპანეთთან), კომენტარი ბუნდესმანშაფტის ლეგენდამ - ფრანც ბეკენბაუერმა გააკეთა.

 

"რა შემიძლია ამ თამაშზე ვთქვა? ეს გერმანიის ნაკრები არ იყო, ჩვენი მხრიდა, მოედანზე ტოტალური სიბნელე და უიმედობა სუფევდა. ახლა მთელი მსოფლიო დაგვცინის...

 

ნათელია, რომ გუნდს ლიდერი არ ჰყავდა. ჩვენი ნაკრები ესპანელებს პასუხს ვერ უბრუნებდა და ამის პოტენციალი რომ აქვს, არც ამის ნიშანი ჩანდა. ამ დროს, ფეხბურთელებს მოედანზე ლიდერი სჭირდებათ, რომელიც რთული მდგომარეობისას შემოგძახებს. ტომას მიულერი ასეთი ფეხბურთელია, როცა ბაიერნს უჭირს, ის მუდამ ასე იქცევა," - თქვა კაიზერმა.