მორის ყვითელაშვილი ლიდერია (ვიდეო)

მოსკოვში, ფიგურულ ციგურაობაში გრან პრის ეტაპი, Rostelecom Cup 2020 დაიწყო, რომელშიც ორი ქართველი მოციგურავე, ვაჟთა ერთეულთა თანრიგში მორის ყვითელაშვილი და ქალთა ერთეულთა თანრიგში ალინა ურუშაძე ასპარეზობს.

 

პანდემიის გამო ტურნირის მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. შეჯიბრება ვაჟთა ერთეულთა თანრიგის მონაწილეებმა გახსნეს მოკლე პროგრამით, რომელშიც შესანიშნავად იასპარეზა მორის ყვითელაშვილმა. მისი გამოსვლა მსაჯებმა 99,56 ქულით შეაფასეს, რაც საუკეთესო გამოდგა მონაწილეთა შორის. ეს კარიერაში მისი საუკეთესო შედეგია.

 

ყვითელაშვილი მეორეადგილოსან რუს მოციგურავეს პიოტრ გუმენიკს სამ ქულაზე მეტით უსწრებს. მორისის უმთავრესი კონკურენტი, ასევე რუსი მიხაილ კოლიადა 93,34 ქულით მესამე ადგილზეა. თავისუფალი პროგრამით შეჯიბრება ხვალ გაიმართება.

 

ალინა ურუშაძე ასპარეზობაში დღეს მოგვიანებით ჩაერთვება. გოგონები მოკლე პროგრამით გამოვლენ.