ოქრო-ტატო

არის პირველი ოქრო... პრაღაში მიმდინარე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე დღეს ტატამზე ლაშა შავდათუაშვილი, ლუკა მაისურაძე და ტატო გრიგალაშვილი გავიდნენ - სამივემ მედალი აიღო.

81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართველთა გზები გადაიკვეთა. სანამ ერთმანეთს შეხვდებოდნენ, გრიგალაშვილმა იტალიელი კრისტიან პარლატი და ბერძენი თეოდოროს დემუტრიდისი დაამარცხა, ხოლო მაისურაძემ – მოლდოველი ნიკონ ზაბოროსჩიუსი და უკრაინელი არტემ ბუბირი. ქართველი ძიუდოსტები ერთმანეთს მეოთხედფინალში გადაეყარნენ, სადაც გამარჯვება გრიგალაშვილს დარჩა და ნახევარფინალში გავიდა. ტატომ ნახევარფინალურ სტადიაზე ბელგიელ მატიას კასეს სძლია და ფინალში ბულგარელ ივაილო ივანოვი დასცა! ფინალი მან 45 წამში მოიგო.

 

 

მაისურაძემ კი რეპეშაჟში გადაინაცვლა და ჯერ აზერბაიჯანელ მურად ფატიევს მოუგო, ხოლო ბრინჯაოს მედლისთვის ტატამზე ნიდერლანდელი ფრნა დე ვიტი დააგდო.

შავდათუაშვილს რაც შეეხება - ჩვენებურმა ჯერ გერმანელი ანტონი ზინგი დაამარცხა, შემდეგ პოტუგალიელი ჟოაო ფერნანდო, მეოთხედფინალში კი, აზერბაიჯანელი რუსტემ ორუჯოვი, ხოლო ფინალის საზგურისთვის იტალიელი ფაბიო ბაზილე. ფინალში ქართველი ძიუდოისტი მოლდოველ ვიქტო სტერპუს დაუპირისპირდა, მაგრამ იპონზე დაეცა და მხოლოდ ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ხვალ ტატამზე ბექა ღვინიაშვილი (90), ვარლამ ლიპარტელიანი (100), გურამ თუშიშივილი და ლევან მატიაშვილი (ორივე +100) გავლენ.