საქართველო და 7 უცნობი... კალათები, შეზღუდვები

7 დეკემბერს ციურიხში მუნდიალ-2022-ის შესარჩევის წილისყრა გაიმართება. საქართველოს ნაკრები მეოთხე კალათაშია. ჯგუფის 10 გამარჯვებული პირდაპირ მოხვდება მსოფლიოს ჩემპიონატზე, 10 მეორეადგილოსანს ერთა ლიგის ორი საუკეთესო ნაკრები დაემატება. და ეს 12 ნაკრები ფლეი-ოფით გაარკვევს 3 საუკეთესოს, რომლებიც ასევე წავლენ ყატარში...

 

თუმცა საქართველოს ერთა ლიგა ვეღარ ეხება, იქიდან სომხეთს ექნება მინიმალური შანსი.

 

კალათები:

 

პირველი: ბელგია, საფრანგეთი, ინგლისი, პორტუგალია, ესპანეთი, ხორვატია, იტალია, გერმანია, დანია, ნიდერლანდები️

 

მეორე: შვეიცარია, პოლონეთი, შვედეთი, უელსი, უკრაინა, ავსტრია, სლოვაკეთი, სერბეთი, თურქეთი, რუმინეთი

 

მესამე: რუსეთი, ირლანდია, ჩრდ. ირლანდია, ნორვეგია, უნგრეთი, ისლანდია, შოტლანდია, ჩეხეთი, ფინეთი, საბერძნეთი

 

მეოთხე: ბოსნია, სლოვენია, მონტენეგრო, ჩრდ. მაკედონია, ბულგარეთი, ალბანეთი, საქართველო, ისრაელი, ბელარუსი, ლუქსემბურგი

 

მეხუთე: კვიპროსი, სომხეთი, ფარერები, ესტონეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, კოსოვო, ლიტვა, ლატვია, ანდორა️

 

მეექვსე: მოლდოვა, მალტა, ლიხტენშტაინი, გიბრალტარი, სან მარინო

 

 

გეოგრაფიული პრინციპით, საქართველო ჯგუფში ვერ მოხვდება ისლანდიასთან... კიდევ სხვა შეზღუდვებია - პოლიტიკურიც, გეოგრაფიულიც. საქართველოს მხოლოდ ისლანდიასთან ეხება.

 

შესარჩევის მატჩები გაისად 24/25 მარტს დაიწყება და ნოემბერში დასრულდება. თუ 5-გუნდიან ჯგუფში მოვხვდებით, 8 მატჩი მოგვიწევს, თუ 6-გუნდიანში - 10.

 

ევროპაში მხოლოდ 7 ნაკრებია, რომელსაც საქართველოს ნაკრები არასოდეს არ შეხვედრია  არც შესარჩევში და არც ამხანაგურში: ნიდერლანდები, ბელგია, შვედეთი, ჩეხეთი, ბოსნია, კოსოვო და სან მარინო. ბოსნიასთან ვერც ამჯერად მოუწევს, რადგან ისიც მეოთხე კალათაშია. დანარჩენებთან კი შესაძლებელია...

 

ახლა თავად განსაჯეთ, რომელია სასურველი ჯგუფი, რომელი არასასურველი.