ყვითელაშვილს გრან პრიზე ვერცხლი ერგო (ვიდეო)

მოსკოვში მიმდინარე ფიგურულ ციგურაობის გრან პრის ეტაპზე Rostelecom Cup 2020 ვაჟთა ერთეულთა თანრიგში პირველი დღის შემდეგ მორის ყვითელაშვილი ლიდერობდა.

 

დღეს, ასპარეზობა თავისუფალი პროგრამით შედგა, რომელშიც  ყვითელაშვილმა 176,24 ქულა მიიღო. ეს ამ პროგრამაში მე-4 შედეგი აღმოჩნდა. ორი ვარჯიშის ჯამში კი, ქართველმა მოციგურავემ 275,80 ქულა დააგროვა და გრან პრის ვერცხლის მედალი ერგო.

 

პირველი ადგილი რუსმა მიხაილ კოლიადამ დაიკავა 281,89 ქულით.