Sports.ru-მ საბჭოეთის პრემიერლიგური სიმბოლური შეადგინა - განაცხადში 2 ქართველია

პოპულარულმა რუსულმა გამოცემა Sports.ru-მ იმ ფეხბურთელების სიმბოლური გუნდი შეადგინა, რომლებიც პოსტ საბჭოთა ქვეყნებიდან არიან და პრემიერლიგაში წარმატებით უთამაშიათ. ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ისაა, რომ განაცხადში 2 ქართველი მოხვდა. ძირითად შემადგენლობაში გიორგი ქინქლაძეა, სათადარიგოთა სკამზე კი თემურ ქეცბაია. 

 

Sports.ru-ს მიერ შედგენილი სიმბოლური გუნდი შემდეგნაირია. 

 

 

ქინქლაძემ ინგლისური კარიერა მანჩესტერ სიტიში დაიწყო, სადაც 3 წელი დაჰყო და კარიერის საუკეთესო პერიოდიც სწორედ ქალაქელებში გაატარა. სიტის შემდეგ ქინქლაძემ დერბი ქაუნთის მაისურა მოირგო. 

 

თემურ ქეცბაიას პირველი ბრიტანული გუნდი ნიუკასლი იყო, სადაც 3 სეზონი ითამაშა, შემდეგ კი ვულვერჰემპტონს მიაშურა. სწორედ ქეცბაიას გოლით გავიდა ნიუკასლი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, თემურმა გადამწყვეტი გოლი ხორვატულ კროატიას გაუტანა.