ფიზიკურად მზადაა... ფსიქოლოგიურად?

გიორგი ჩაკვეტაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთესია. ამის შესახებ ბელგიური გენტის მწვრთნელმა ვიმ დე დეკერმა ისაუბრა.

 

„ვხედავ, ის უკეთესადაა. კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს, დასვენებული და ჯანსაღია. ფიზიკურად მზადაა. უნდა დავიცადოთ და დავაკვირდეთ, თუ როგორ გრძნობს თავს ფსიქოლოგიურად“.

 

ჩაკვეტაძეს, როგორც იცით, საკმაო დრო გაუცდა ტრავმის გამო და საქართველოს ნაკრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრები გამოტოვა.

 

გიორგი რამდენიმე დღეში გუნდთან ერთად, სრული დატვირთვით დაიწყებს ვარჯიშს.