უკეთ ვიდრე ინგლისთან

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან, რომელიც 2019 წლის მსსოფლიოს თასის ნახევარფინალსიტია, თითქმის თანაბარი ბრძოლა წარმართა. ერთადერთი, რაშიც უელსელებმა დაგვჯაბნეს ეს შერკინებაში სტატიკურ მდგომარეობაში თამაშია.

 

ბორჯღალოსნებმა 0:18 წააგეს. ქუელბი ვერ ავიღეთ. არადა, ამის შანსი არაერთხელ გვქონდა. პირველი ტაიმის მუწურულს მოლით ლელოს გატანაც ვცადეთ. მერე საჯარიმოდან თედო აბჟანდაძემ კარშიც დაარტყა, მაგრამ ვერ გაიტანა.

 

ერთი რამ ცხადია, გუნდი, რომელიც შეუთამაშებელი იყო, ტურნირის განმავლობაში ნელ-ნელა უმატებს. გუნდი აშკარად უკეთ ათამაშდა და, იმედია, პროგრესი მომდევნო მატჩში ირლანდიასთანაც გამოჩნდება, რომელიც ასევე ელიტური, მსოფლიოს დონის გუნდია.

 

სამწუხაროდ, პირველი ტაიმის მიწურულს ტრავმა მიიღო საქართველოს ნაკრების გამოცდილმა მეორეაზელმა კონსტანტინე მიქაუტაძემ. მისი არყოფნა გუნდს აშკარად დააკლდა.

 

როგორც უკვე ვთქვით, მორიგ მატჩს ჩვენი ნაკრები 29 ნოემბერს ირლანდიის ეროვულ გუნდთან გამართავს.