ქართველ ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოს ნაკრების და სარაგოსას ნახევარმცველს გიორგი პაპუნაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნული ინფორმაცია ესპანურმა პრესამ გაავრცელა. ქართველი შემტევი ამჟამად სახლში იზოლირებულია, სასიამოვნოა, რომ გიორგი ასიმპტომურია და თავს კარგად გრძნობს. 

 

შეგახსენებთ, რომ პაპუნაშვილი საქართველოს ნაკრებში იყო გამოძახებული და ნოემბრის სამივე მატჩში მონაწილეობა მიიღო.

 

პაპუნაშვილის გარდა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთაგან კორონავირუსი ოთარ კიტეიშვილს, ბექა მიქელთაძეს, ზურიკო დავითაშვილს, ლევან შენგელიას და ხვიჩა კვარაცხელიას დაუდასტურდათ. კვარაცხელია და შენგელია კვლავაც მკურნალობენ, დანარჩენები კი უკვე გამოჯანმრთელდნენ კორონასგან.