ლეიკერსის ფოსტალიონი, რომელიც გკლავდა

რასელ უესთბრუქი სამმაგ დუბლებს არარეალური ტემპით აგროვებს. რასმა მოკლა ტრიპლ დაბლის მუღამი, ამ ტერმინის კაიფი, დაასამარა სამმაგის სიღრმე.

ხანდახან, სამმაგი არ გამოდის, მაგრამ კონკრეტული მოთამაშე მაინც ისტორიაში შედის. ეს მოთამაშე კლავს მეორე გუნდს, დომინირებს.

ლებრონ ჯეიმსმა 52 ქულა, 11 პასი და 9 მოხსნა დასვა. მეათე მოხსნა ჯეიმსს ბოლო მომენტში აახიეს. დუეინ უეიდიც მაგრად ახლოს მივიდა საოცარ სამმაგთან - ბიჭმა სამმაგ დამატებით დროში იუტას 50 ქულა, 9 პასი და 10 მოხსნა გლიჯა.

კარლ მელოუნს არ აკლდა აღიარება. კარლ მელოუნი ყველა დროის TOP 10-ში შედის. ალბათ, შედის. და, კარლ მელოუნმა კარიერის ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი 10 ქულით, 11 მოხსნით და პასით დახურა.

და, რით არის ეს ჩვეულებრივი სტატისტიკა არჩვეულებრივი?

იმით, რომ მელოუნმა ეს სან ანტონიოსთან გააკეთა?

თუნდაც. სპერსი იმ სეზონში კლავდა.

თუ, იმით, რომ ფოსტალიონს საუკეთესო წლებში მყოფი ტიმ დანკანი ეთამაშებოდა? ესეც თემაა. ტიმი კლავდა. დაცვაშიც და შეტევაშიც.

არა, რჩება კიდევ ერთი ეპიზოდი.

 

*****

 

კარლ მელოუნი იმ მომენტში 40 წლის (და, 127 დღის) იყო!

40 წლის!!

სან ანტონიოსთან და დანკანთან!!!

კარლი ოთხი წლით ადრე გახდა რეგულარულის MVP. კარლი იყო მელოუნი, მაგრამ ბაბუამ ეს სამმაგი გლიჯა იმ ასაკში, როდესაც ტიპები მწვრთნელობის გასაუბრებას გადიან.

კარლმა ეს სამმაგი მხოლოდ 26 წუთში დასვა. საოცარი შედეგი კალათბურთის რკინის კაცისგან.

2004. კარლ მელოუნის ბოლო სეზონი იყო. რომელიც დეტროიტთან წაგებული ფინალით და ტრავმით დაიხურა. 

რასმა სამმაგი 20 წუთშიც გააკეთა და ჰასან უაითსაიდმა 25 წუთში ტრიპლ დაბლი დაფარებებით აკრიფა, მაგრამ ეს სამმაგი მაინც განსაკუთრებულია.

კარლი უღალატო ფოსტალიონი იყო. რომელსაც ამანათი დანიშნულების ადგილამდე მხოლოდ მაიკლ ჯორდანთან ვერ მიჰქონდა. ხდებოდა ხოლმე.