ვინ იქნება ლანჩხუთის მეტოქე ჩემპიონთა ლიგაზე ?

ლანჩხუთის ქალთა გუნდმა ისტორიული შედეგი დააფიქსირა და ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს. კოვიდ ვირუსის გამო ტურნირი წელს განსხვავებული ფორმატით ტარდება, ჯგუფური ეტაპი გაუქმდა და პირდაპირ ორ მატჩიანი პლეი-ოფები იქნება. ამ ეტაპზე 32 გუნდი ასპარეზობს, დაიყოფა 16-16 განთესილ და განუთესავ გუნდებად, შემდეგ კი შინ და სტუმრად ორი შეხვედრა გაიმართება და მომდევნო ეტაპის საგზური ამ ფორმით გათამაშდება. ლანჩხუთლებს რეიტინგში 0 ქულა აქვთ და განუთესავი იქნება, პირველ მატჩს შინ გამართავს, პოტენციური მეტოქეების სია კი ასე გამოიყურება : 

 

ლიონი (საფრანგეთი), ვოლფსბურგი (გერმანია), ბარსელონა (ესპანეთი), პსჟ (საფრანგეთი), ბაიერნი (გერმანია), მანჩესტერ სიტი (ინგლისი), სლავია (ჩეხეთი), ჩელსი (ინგლისი), როზენგარდი (შვედეთი), ატლეტიკო (ესპანეთი), ფორტუნა (დანია), ბრონდბიუ (დანია), კვინერი (ნორვეგია), კაზიგურტი (ყაზახეთი), გლაზგო სიტი (შოტლანდია), ციურიხი (შვეიცარია).

 

პლეი-ოფის წილისყრა 24 ნოემბერს გაიმართება.

giorgi ratiani 22 ნოემბერი 2020 -12:47