მუკოკო - ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი ბუნდესლიგის ისტორიაში

დორტმუნდის "ბორუსიას" ფეხბურთელი იუსუფა მუკოკო გახდა ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე მცირეწლოვანი ფეხბურთელი, რომელიც მოედანზე გასულა. გერმანელი ფორვარდი მთავარ გუნდში ახლახანს დაწინაურდა, ის მოედანზე გასვლის დროს 16 წლის და 1 დღის იყო. წარმოშობით კამერუნელი და ამჟამად გერმანიის მოქალაქე მუკოკო აქამდე დორტმუნდელთა ასაკობრივ გუნდში ასპარეზობდა, მის ანგარიშზე 2 სეზონში 50 ზე მეტი გატანილი გოლია. იუსუფა გუშინდელ შეხვედრაში 85-ე წუთზე ჩაერთო და ერლიგ ჰოლანდი შეცვალა.

 

 

 

giorgi ratiani 22 ნოემბერი 2020 -12:52