ბექჰემი მსოფლიო ჩემპიონს იწვევს

ოლივიე ჟირუმ შესაძლოა მალე ჩელსი დატოვოს. როგორც ცნობილია, ფრანგით ინტერ მაიამია დაინტერესებული. ჟირუს გადაბირების ინიციატორი პირადად დევიდ ბექჰემია, რომელიც კლუბის მეპატრონე გახლავთ. 

 

ჩელსის დატოვება თავად ფეხბურთელსაც სურს, რადგან ცოტა სათამაშო დრო ეძლევა და უნდა ევროპის ჩემპიონატისთვის სათანადო ფორმაში იყოს. რამდენიმე დღის წინ დიდიე დეშამმა იმედი გამოთქვა, რომ ოლივიე მოედანზე უფრო მეტ ხანს გაატარებს და ევროპირველობას კარგ ფორმაში შეხვდება. 

 

ჟირუ ჩელსიში 2018 წელს არსენალიდან 17 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. 34 წლის ფორვარდს ლონდონელებთან მოქმედი კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში ჟირუმ მოედანზე მხოლოდ 34 წუთი გაატარა და გოლი არ გაუტანია.